არჩილ გორდულაძე: აღმოჩნდა, რომ ბატონი ჯო უილსონი თანხებს იღებს „ნაციონალური მოძრაობისგან“ მისი „სიყვარული“ საქართველოს მიმართ თურმე 10 000 დოლარი ღირს

არჩილ გორდულაძე: აღმოჩნდა, რომ ბატონი ჯო უილსონი თანხებს იღებს „ნაციონალური მოძრაობისგან“ მისი „სიყვარული“ საქართველოს მიმართ თურმე 10 000 დოლარი ღირს

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძე გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების FARA- რეესტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულს ინფორმაციას, რომლის თანახმად ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამერიკული ლობისტური კომპანია - ნელსონ მალინსი“ დაიქირავა.

ერთი რიტორიკული კითხვა შეიძლება დაისვას - როდის აქეთ გახდა აშშ-თვის ნაციონალური მოძრაობა“ მტრული ორგანიზაცია?! ხომ გვიმტკიცებდნენ გარედან სპეკულაციურად, რომ FARA-ში, აშშ-ში მხოლოდ და მხოლოდ მტრული ორგანიზაციები რეგისტრირდებიანო. ახლა ვნახეთ, რომ ნაციონალური მოძრაობაც“ დარეგისტრირებულია. კიდევ ერთი მაგალითი, რომ აბსოლუტური ტყუილი იყო ის კამპანია გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით.

ცალკე საკითხია, როდესაც ბატონი ჯო უილსონი აღმოჩნდა, რომ თურმე თანხებს იღებს ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან და იგი არის ერთი ჩვეულებრივი ლობისტი. მისი სიყვარული" საქართველოს მიმართ თურმე 10 000 დოლარი ღირს“, - აცხადებს გორდულაძე.