ეს ადამიანები სიძულვილის ენით არიან გამორჩეული და ადამიანებს შორის დაპირისპირებას აღრმავებენ, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე ნინო წილოსანზე და მის ოჯახზე განხორციელებულ თავდასხმის კამპანიას.
„ვინც იხდის მუსიკასაც ის უკვეთავს - მათ შორის ევროკავშირის წევრი სხვადასხვა ქვეყნიდან ფინანსდებიან ჩვენს ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციები თუ სხვა პირები, რომელთა გაცხადებული მიზანი არის ადამიანის უფლებებზე ზრუნვა და აკეთებენ ამის საწინააღმდეგოს. ეს ადამიანები მოქმედებენ თითქოს ადამიანების უფლებების დასაცავად და რეალურად სიძულვილის ენით არიან გამორჩეული და ადამიანებს შორის დაპირისპირებას აღრმავებენ“, - აღნიშნა გორდულაძემ.
მორიგი დეზინფორმაციული შეტევის სამიზნე ამჯერად პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი გახდა. წილოსანის ოჯახის წევრებზე, მათ შორის შვილებზე თავდასხმა ნანა დიხამინჯიამ დაიწყო, რომელიც პირად ცხოვრებასაც კი შეეხო. შეტევა განაგრძო ევროკავშირისგან დაფინანსებულმა იდა ბახტურიძემ.
სიძულვილის ენასა და მუქარაზე „ქრონიკა“ ევროკავშირის წარმომადგენლობას დაუკავშირდა, თუმცა მათგან, ამ დრომდე დუმილია.