რუსი „პრანკერების“ მახე და სალომე ზურაბიშვილის სკანდალური აღიარება. ზურაბიშვილი აღიარებს, რომ უცხოეთიდან ფინანსდება და ახლა ევროპიდან თანხის გაჭიანურებაზე დარდობს. ფინანსებს ითხოვს უჩა ნანუაშვილიც.
„ფინანსები ძირითადად მოდიოდა USAID-დან და ზოგიერთი ევროპული ფონდიდან. ევროპელები კი ძალიან აჭიანურებენ პროცესს. ისინი ამბობდნენ, რომ თანხას სამთავრობო პროგრამებიდან, რომლებიც სანქციების გამო შეჩერდა, მომართავდნენ სამოქალაქო საზოგადოებისკენ, მაგრამ ეს ამ დრომდე არ მომხდარა. ასე რომ ახლა კრიტიკული მომენტი დადგა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.