საბჭოთა კავშირი როდესაც დაიშალა, პოსტ-საბჭოთა ტრანზიციის პერიოდში დასავლეთი მივიღეთ აბსოლუტურ სიკეთედ. ამის მაგარი ხატმწერი გამოსახულება არის, ვანო მერაბიშვილი ეუბნება თუ არ ვცდები ნიკა გვარამიას სატელეფონო ჩანაწერში, რომ ქვემოთ რაღაცა უბრალოდ უცხოელის გვარი ჯონ რაღაცა, ჯონ ჯონსი მიაწერეო და უკვე ხალხი დაიჯერებსო, - ამის შესახებ ტელეწამყვანმა, გური სულთანიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველომ პირველი ნაბიჯები უკვე გადადგა კოლონიალიზმის წინააღმდეგ, სუვერენიტეტის დასაცავად. მანვე აღნიშნა, რომ უნდა გავიაზროთ რად გადაიქცა ევროპა იმ არის ტექნოკრატი და ბიუროკრატიით რაც დღეს არის.
„ჩვენ ამ ფეტიშს უნდა მოვრჩეთ პირველ რიგში და ეს დავიწყეთ დაახლოებით როდესაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, ევროპარლამენტმა და ამ ევროპულმა ბიუროკრატიამ სრულად მთელი აპარატი მოაბილიზა ჩვენს, პატარა საქართველოს წინააღმდეგ, დაგვიპირისპირდა, ჩვენ პირველი ნაბიჯები გადავდგით კოლონიალიზმის წინააღმდეგ, სუვერენიტეტის დასაცავად. ჩვენ უნდა ზუსტად გავიაზროთ ყველაფერი, ერთი-ერთში რაც თვალხილული არის ის უნდა აღვწეროთ, რომ ახლა რადაც ევროპა გადაიქცა, ანუ ევროპა რაც იყო, შეგვიძლია იმას ვუწოდოთ ყოფილი ევროპა, ახლა რაც არის ტექნოკრატია და ბიუროკრატია, ამას ჯერჯერობით აკადემიური ტერმინი, ასეთი ტერმინი არ მაფიქრდება“, - განაცხადა გური სულთანიშვილმა.
მართალი კაცი ისააა, რომელიც ყველაფერზე სიმართლეს ამბობს, სიმსრთლეს გვერდს არ აუვლის - არ შეიძლება ქვეყნის პრემიერი პატიმარს (ამაღლობელს0 აბრალებდეს იმას რაც ბრალდებაში არ წერია! რატომ ლობახიძის ამ განცხადებაზე არ აკეთებთ კომენტარს? რაც არ გაწყობთ ის სიმართლე სიმართლე არაა?