შეგნებულად, მიზანმიმართულად ხდება ამ ტიპის რადიკალური ორგანიზაციების დაფინანსება, წახალისება იმისთვის, რომ მათ მოაწყონ ის, რაც მოაწყვეს არაერთხელ მაგალითად, პარლამენტის წინ, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი, საფრანგეთის საელჩოს მიერ კანდელაკის ენჯეოს დაფინანსებას.
მისი თქმით, მაშინ, როდესაც კანდელაკის ენჯეო და მისი მსგავსი ორგანიზაციები განახორციელებენ ძალადობრივ ქმედებებს, ამაზე პასუხისმგებლობა დაეკისრება საფრანგეთის ელჩს.
„მომავალში, როდესაც სავარაუდოდ ნახავთ ამავე ორგანიზაციების მხრიდან, ასევე, ძალადობრივ და სხვა მხრივ ფსიქოლოგიური შანტაჟის თუ ა.შ. განხორციელებულ აქტივობებს, პირდაპირ, ზედმეტი მიკიბ-მოკიბვის გარეშე შეგვიძლია დავადოთ ხელი და მივუთითოთ ამ ადამიანზე, საფრანგეთის ელჩზე მაქვს საუბარი. ძალიან სამწუხაროა და დასანანია, რომ ამაზე გვიწევს საუბარი“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
ცნობისთვის, საფრანგეთის საელჩომ „გრანტების გამჭვირვალობის“ კანონის მიღებამდე რამდენიმე საათით ადრე დაფინანსება კანდელაკის ენჯეოს გადასცა.