ჩვენ ვმართავთ დებატებს საქართველოზე, მაგრამ ქართული დელეგაციის გარეშე, - განაცხადა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრმა, ზეინეპ ილდიზმა ასამბლეის სესიაზე.
მისივე თქმით, ის არ უჭერს მხარს ევროსაბჭოს ანგარიშს.
„ჩვენ ვმართავთ დებატებს საქართველოზე, მაგრამ ქართული დელეგაციის გარეშე. თუ ჩვენ გავაგრძელებთ ამ გზას და დავხურავთ კარს დიალოგისთვის, რომელიც არის ერთადერთი გზა საერთო ენის გამოსაძებნად და პრობლემების გადასაჭრელად, ჩვენ ვაწყდებით რისკს, რომ შევასუსტოთ მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობა. ამიტომ, მოვუწოდებ ყველა კოლეგას, გადახედოს ამ საკითხს. ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი დიალოგის, გაგების და თანამშრომლობის გზას, ვიდრე გავაგრძელოთ იზოლაცია და კონფრონტაცია. შესაბამისად, მე არ დავუჭერ მხარს ამ ანგარიშს“, - აღნიშა ზეინეპ ილდიზმა.