სოზარ სუბარი:  როდესაც ქართველი ჯარისკაცები ტყვედ იყვნენ, როდესაც მათი ცხედრები დასაფლავებულიც კი არ იყო და ხელისუფლება არაფერს აკეთებდა მათ გამოსახსნელად, ამ დროს, კეზერაშვილი მრავალმილიონიან ბრილიანტებს ყიდულობდა

სოზარ სუბარი: როდესაც ქართველი ჯარისკაცები ტყვედ იყვნენ, როდესაც მათი ცხედრები დასაფლავებულიც კი არ იყო და ხელისუფლება არაფერს აკეთებდა მათ გამოსახსნელად, ამ დროს, კეზერაშვილი მრავალმილიონიან ბრილიანტებს ყიდულობდა

„როდესაც ქართველი გმირი ჯარისკაცების ცხედრები დასაფლავებულიც კი არ იყო და ხელისუფლება არაფერს აკეთებდა მათ გამოსახსნელად, ამ დროს, თავდაცვის მინისტრი კეზერაშვილი დადიოდა და მრავალმილიონიან ბრილიანტებს ყიდულობდა, მისი მოადგილე კიდევ სავარაუდოდ მიწების ყიდვა-გაყიდვით იყო დაკავებული“- განაცხადა კომისიის მდივანმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, სოზარ სუბარმა საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე. 

ვიცე-სპიკერის  თქმით, ბათუ ქუთელია ის ადამიანია, რომელმაც „ჰუმან რაითს ვოჩს“ მისცა ჩვენება, რომ ქართული ჯარი ისროდა კასეტურ ბომბებს ცხინვალში მშვიდობიანი მოსახლეობის და მოწინააღმდეგის მიმართულებით. 

მისივე თქმით, სწორედ ესენი არიან ეს ადამიანები, რომლებმაც ქართულ ჯარს დააბრალეს ომის დანაშაული და დღეს ცდილობენ, ანწუხელიძის და ომში დაღუპული სხვა გმირების სახელს ამოეფარონ. 

„ოპოზიციამ ამბავი რომ ატეხა, რომ თითქოს ჯარისკაცების გასამართლების მიზნით შეიქმნა ეს კომისია. ბათუ ქუთელიაა თავდაცვის მინისტრის მოადგილე. ომის დღეებში, როდესაც ქართველი ჯარისკაცები ტყვედ იყვნენ ჩაგდებული და ხელისუფლება არაფერს აკეთებდა მათ გამოსახსნელად. როდესაც ქართველი გმირი ჯარისკაცების ცხედრები დასაფლავებულიც კი არ იყო და ხელისუფლება არაფერს აკეთებდა მათ გამოსახსნელად, პატრიარქის და ეკლესიის მზრუნველობა რომ არ ყოფილიყო, ამ დროს, თავდაცვის მინისტრი კეზერაშვილი დადიოდა და მრავალმილიონიან ბრილიანტებს ყიდულობდა, მისი მოადგილე კიდევ სავარაუდოდ მიწების ყიდვა-გაყიდვით იყო დაკავებული და ბუნებრივია, მათ არ ეცლებოდათ არც ტყვე ჯარისკაცებისთვის და არც ცხედრების დასაფლავებისთვის. ეს არის სამწუხარო რეალობა და ეს ბატონი ბათუ ქუთელია ის ადამიანია, რომელმაც „ჰუმან რაითს ვოჩს“ მისცა ჩვენება, თუ დააბრალა, თუ რაც ჰქვია,  რომ ქართული ჯარი  ისროდა იმ კასეტურ ბომბებს ცხინვალში მშვიდობიანი მოსახლეობის და მოწინააღმდეგის მიმართულებით, რომელიც აკრძალული არის ჟენევის საერთაშორისო კონვენციით და რომლის გამოყენებაც წარმოადგენს ომის დანაშაულს. სწორედ ესენი არიან ეს ადამიანები, რომლებმაც ქართულ ჯარს, ქართველ ჯარისკაცებს დააბრალეს ომის დანაშაული და დღეს ცდილობენ, რომ ანწუხელიძის და ომში დაღუპული სხვა გმირების სახელს ამოეფარონ.“-განაცხადა სოზარ სუბარმა