მინდა, უპირველეს ყოვლისა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ალიევს, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ეს არის მეგობრობა, რომელსაც ეს ორი ქვეყანა აჩვენებს.
„ეს არის მეგობრობა, რომელსაც ჩვენ ვაჩვენებთ ხოლმე ჩვენ მეგობრებს და ზუსტად ეს არის მეგობრობა, რომელსაც ველით და ვაფასებთ სხვების მხრიდან. ეს არ არის პირველი შემთხვევა, სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც არის საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, ზუსტად ამაზე არის დაფუძნებული, რომ პატივი ვცეთ ერთის მხრივ, ერთმანეთის სუვერენიტეტს და მეორეს მხრივ, პატივი ვცეთ და ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ იმისთვის, რათა ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ, ერთმანეთის ინტერესებსაც შევუწყოთ ხელი“,- აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.