ევროკავშირის კონტროლის პალატის თანახმად, 2021 - 2023 წლებში ევროკავშირმა არასამთავრობო სექტორის დაფინანსებაზე 7 მილიარდ ევროზე მეტი დახარჯა. გერმანული მედია ევროკავშირის აუდიტის სკანდალურ დასკვნას აქვეყნებს

ევროკავშირის კონტროლის პალატის თანახმად, 2021 - 2023 წლებში ევროკავშირმა არასამთავრობო სექტორის დაფინანსებაზე 7 მილიარდ ევროზე მეტი დახარჯა. გერმანული მედია ევროკავშირის აუდიტის სკანდალურ დასკვნას აქვეყნებს

ევროკავშირმა არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაზე პოლიტიკის, კვლევების, მიგრაციისა და გარემოსდაცვით სფეროებში 2021 - 2023 წლებში 7 მილიარდ ევროზე მეტი დახარჯა. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ამის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ევროკავშირის კონტროლის პალატამ, კერძოდ, მისმა წევრმა ლაიმა ანდრიკენემ გაასაჯაროვა დასკვნა, სადაც არასამთავრობო სექტორის გაუმჭვირვალე დაფინანსებაზეა საუბარი.

დასკვნის თანახმად, დაუდგენელია, თუ რა თანხები რომელ არასამთავრობო ორგანიზაციებს და რა მიზნებით ერიცხება. გარდა ამისა, დოკუმენტში ნათქვამია, რომ არ არსებობს კონტროლის მექანიზმი, რომელიც დაადგენდა, რომ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები ევროკავშირის ღირებულებებს იზიარებენ.

ანდრიეკენე მიიჩნევს, რომ „ევროკავშირის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება ძალიან გაუმჭვირვალეა და მას გამჭვირვალობის პრობლემები აქვს“. თანხების გადანაწილების გაუმჭვირვალობის ერთ-ერთ მიზეზად ის გარემოება სახელდება, რომ ევროკავშირის ფონდების შესახებ ინფორმაცია არასრული და არასაიმედოა.

არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების სკანდალით ევროპარლამენტშიც დაინტერესდნენ. „ევროპის სახალხო პარტია“, რომლის შემადგენლობაში „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ და „ქრისტიან-სოციალისტური კავშირი“ შედიან, ევროკავშირის ფულის გადანაწილების მეთოდს აკრიტიკებს.