ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიცია საერთოდ არ არის ჩამოყალიბებული გახდეს საქართველოს კონსტიტუციის, დემოკრატიული სისტემის ნაწილი თუ იყოს სისტემის გარეშე ე.წ. ქუჩის რევოლუციის მოძრაობა

ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიცია საერთოდ არ არის ჩამოყალიბებული გახდეს საქართველოს კონსტიტუციის, დემოკრატიული სისტემის ნაწილი თუ იყოს სისტემის გარეშე ე.წ. ქუჩის რევოლუციის მოძრაობა

ოპოზიცია საერთოდ არ არის ჩამოყალიბებული გახდეს საქართველოს კონსტიტუციის, დემოკრატიული სისტემის ნაწილი თუ იყოს სისტემის გარეშე ე.წ. ქუჩის რევოლუციის მოძრაობა, - განუცხადა ჟურნალისტებს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, როგორც ჩანს, ალბათ ვერც ჩამოყალიბდებიან.

„ოპოზიცია საერთოდ არ არის ჩამოყალიბებული გახდეს საქართველოს კონსტიტუციის, დემოკრატიული სისტემის ნაწილი თუ იყოს სისტემის გარეშე ე.წ. ქუჩის რევოლუციის მოძრაობა. ამაში ისინი ჯერ ვერ ჩამოყალიბებულან და როგორც ჩანს, ალბათ ვერც ჩამოყალიბდებიან. ერთადერთი მათი გადაწყვეტილების, ასე ვთქვათ, განმსაზღვრელი, მიიღებენ თუ არ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას, იქნება გარედან გაკეთებული შეკვეთა მათზე“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობაა. მათ შორის, ირკვევა რომ თანხმობა ამ საკითხზე არც „ნაციონალურ მოძრაობაში“ აქვთ. ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, ნაწილს კი, კითხვაზე მკაფიო პასუხი არ აქვს. მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია მორიგ კონკრეტულ დავალებას ელოდება. არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადება „გირჩი“.