შალვა პაპუაშვილი: ვინც საქართველოს პარტიებთან დაკავშირებით აკრიტიკებს, თავიანთ ქვეყანაში პარტიების წინააღმდეგ მიმდინარე პროცესებს მიხედონ

შალვა პაპუაშვილი: ვინც საქართველოს პარტიებთან დაკავშირებით აკრიტიკებს, თავიანთ ქვეყანაში პარტიების წინააღმდეგ მიმდინარე პროცესებს მიხედონ

ვინც საქართველოს პარტიებთან დაკავშირებით აკრიტიკებს, თავიანთ ქვეყანაში პარტიების წინააღმდეგ მიმდინარე პროცესებს მიხედონ. გერმანიაში სიძლიერით მეორე პარტიას „ალტერნატივა გერმანისთვის“ ხელისუფლება გაუქმებას საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართვისთვის უპირებს, ასე რომ, სანამ ვინმე ჩვენ გაგვაკრიტიკებს, ჯერ საკუთარ პრაქტიკას შეხედოს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

„რაც შეეხება აკრძალვის საკითხს. საკონსტიტუციო სასამართლო უყურებს არის თუ არა „იქს პარტია“ პირობითად ფაშისტური, მოუწოდებს თუ არა ომისკენ, თმობს თუ არა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ასე შემდეგ. თუ ამას დაადგენს, იტყვის, რომ არის არაკონსტიტუციური და შემდეგ თუ აღმოჩნდება, რომ სოკოსავით შეიქმნა ახალი პარტია, სადაც იგივე ხალხი, იგივე იდეოლოგიით, იგივე პლატფორმით, იგივე მიზნებით გაერთიანდებიან, აბა რისთვის ვკრძალავთ, თუ კვლავ ადგნენ და ფარს თუ ჰქონდა ადგილი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ პარტიების აკრძალვის კანონმდებლობა არსებობს ყველგან, მათ შორის საქართველოშიც. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ქვეყანაში პარტია უკვე აიკრძალა, კომუნისტური პარტია, 1991 წელს.

„ორი თუ სამი წლის წინ მაშინდელმა სახალხო დამცველმა ლომჯარიამ სარჩელიც კი დაწერა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, დიახ, ერთ-ერთი პარტიის აკრძალვისთვის. ანუ პარტიის აკრძალვა რომ შეიძლება ეს ჩვენს პრაქტიკაშც იყო, კანონმდებლობაშიც იყო, „ენჯეოებსაც“ აღიარებული აქვთ, რომ შეიძლება და ახლა ვინმეს თუ ჰგონია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის დამნაშავე პარტია, ეს მათი პრობლემაა. რაც შეეხება ცვლილებებს. არაფერი არ იცვლება პარტიებთან დაკავშირებით აკრძალვაში. დებულებები როგორც იყო ისე აქვს. ერთადერთი რასაც ჩვენ ვამატებთ არის ის, რომ რა ხდება იმ შემთხვევაში, თუკი არსებობს რაღაც რადიკალური, ექსტრემისტული პარტია. თუ საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ეს არის ექსტრემისტული პარტია, ფაშისტური პარტია, გააუქმა ფაშისტური პარტია და იქ მყოფი ფაშისტები წავიდნენ და დაარეგისტრირეს ახალი პარტია, რა ვქნათ ახლა? ასე შევხედოთ და ვუყუროთ მშვიდად? რა თქმა უნდა, არა. ამ შემთხვევაში, არის ე.წ. მემკვიდრე პარტიის ინსტიტუტი, რომელიც ასევე ყველგან არსებობს, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს შესაბამისი სუბიექტი და ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო, თქვენ ცოტა ხნის წინ არაკონსტიტუციურად გამოაცხადეთ ფაშისტური პარტია, პარტია „იქსი“ და მასში მყოფი ფაშისტები წავიდნენ და დააფუძნეს პარტია „იგრეკი“, ამას შეამოწმებს საკონსტიტუციო სასამართლო და ისე მიიღებს გადაწყვეტილება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ სწორედ იმიტომ, რომ გუმანით აფასებენ საქართველოს პროექტებს და კანონებს, ამიტომაც კეთდება არაკვალიფიციური განცხადებები ბრიუსელიდან თუ სხვადასხვა დიპლომატის მხრიდან.

„სინამდვილეში არ არიან კომპეტენტური იმ საკითხზე, რაზეც საუბრობენ და დასკვნები გამოაქვთ მათ მიერვე დაფინანსებული „ენჯეოების“ რაღაც მოსაზრებებზე დაყრდნობით. რაც შეეხება თარგმანს, სხვათა შორის იმასაც გეტყვით, რომ, როდესაც მოიკითხეს „ფარასთან“ დაკავშირებით, ვუპასუხეთ, რომ ეგ საერთოდ ამერიკულია და პირდაპირ დედანში შეგიძლიათ წაიკითხოთ, თარგმნა საჭირო არ არის. იმედია დედანს გაეცნენ. ასევე, თუკი რაიმე კრიტიკა გვესმის „ფარასთან“ დაკავშირებით ჩავთვალოთ, რომ აკრიტიკებენ ამერიკის შეერთებულ შტატებს. ასე რომ, ვინც აკრიტიკებს „ფარას“ ბრიუსელიდან, საელჩოებიდან თუ ასე შემდეგ დაელაპარაკონ აშშ-ს, მათთან გაერკვნენ რა პრობლემები აქვთ ამ კანონთან დაკავშირებით, თუკი მიიჩნევენ აშშ-ს არადემოკრატიულად, ესაუბრონ პრეზიდენტ ტრამპს და შემდეგ ის იმსჯელებს ტარიფები ხომ არ გაზარდოს ასეთი განცხადებების შემდეგ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მარბიელი დაახლოებით 1 წლის წინ ხომ შეიტანა ასო ლომჯარიამ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი ალტინფოს აკრძალვაზე? ის აკრძალვა დემოკრატიული იქნებოდა და მეცოცხეების აკრძალვა ქვეყნის დაქცევა? პარტიები აიკრძალა თქვენთვის სანაქებო მოლდოვასა და უკრაინაში; რა ხდება რუმინეთში გერმანიასა და საფრანგეთში? პოზიციის შერჩევისა და დაცვისასაც რომ უნიჭოები არიან ეს მეცოცხეები, იმიტომაც ვერ იცლიან სხვა საქმისთვის მათი ცოლები და დედები
6 დღის უკან