ირაკლი ქადაგიშვილი: შვედეთის პრემიერმა პირდაპირ ხაზი გაუსვა, რომ არ აქვს იმას მნიშვნელობა უკრაინას რა წარმატება ექნება ფრონტზე, რა სისხლი დაღვარა. აუცილებელი პირობა მაინც თურმე ყოფილა, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება იყოს დაკანონებული

შვედეთის პრემიერმა პირდაპირ ხაზი გაუსვა, რომ არ აქვს იმას მნიშვნელობა უკრაინას რა წარმატება ექნება ფრონტზე, რა სისხლი დაღვარა, რა მტკივნეული გზა გაიარა, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, აუცილებელი პირობა მაინც თურმე ყოფილა, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება იყოს დაკანონებული უკრაინაში ევროკავშირში მიღებასთან დაკავშირებით.

საქართველოსთან შანტაჟის პოლიტიკისთვის გამოიყენეს სწორედ ოჯახური ფასეულობების კანონის გაუქმების მოთხოვნა. ანუ, ეს მოთხოვნა ფაქტობრივად დამდგარია საქართველოს მიმართაც. უბრალოდ, უკრაინის მიმართ ეს მოთხოვნა პირდაპირი ტექსტით გაჟღერდა“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, შვედეთი უკრაინისგან ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ერთნაირსქესიანთა ქორწინების საკითხის დარეგულირებას ითხოვს. შესაბამისი განცხადება შვედეთის პრემიერმა უკრაინელი ლგბტ თემის წარმომადგენლების მასპინძლობის შემდეგ გაავრცელა.