შალვა პაპუაშვილი: იმ გეოპოლიტიკურ გარემოში, რომელშიც ვცხოვრობთ, ჩვენს გარშემო ფაქტობრივად ცეცხლის რკალია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უზრუნველყო ის, რომ საქართველოში არც ერთი უსაფრთხოების რისკი არ რეალიზებულა

შალვა პაპუაშვილი: იმ გეოპოლიტიკურ გარემოში, რომელშიც ვცხოვრობთ, ჩვენს გარშემო ფაქტობრივად ცეცხლის რკალია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უზრუნველყო ის, რომ საქართველოში არც ერთი უსაფრთხოების რისკი არ რეალიზებულა

იმ გეოპოლიტიკურ გარემოში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ჩვენს გარშემო ფაქტობრივად ცეცხლის რკალია, ვხედავთ კონფლიქტებს, ომებს ახლოს თუ შორიახლოს, აი, ამ გარემოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, მისმა ყველა თანამშრომელმა (და რა თქმა უნდა მის ხელმძღვანელსა განსაკუთრებული წვლილი აქვს) უზრუნველყო, რომ საქართველოში არა თუ არც ერთი უსაფრთხოების რისკი არ რეალიზებულა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე. მან გრიგოლ ლილუაშვილის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

„როგორც იცით, პარლამენტი დღეს ცნობად მიიღებს ბატონო გრიგოლ ლილუაშვილის გადადგომის საკითხს და ასევე დღესვე ჩვენ ავირჩევთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ ხელმძღვანელს. მე მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ გრიგოლს ამ თანამდებობაზე გაწეული საქმიანობისთვის და კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა იმას, რაც არაერთხელ მითქვამს: იმ გეოპოლიტიკურ გარემოში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ჩვენს გარშემო ფაქტობრივად ცეცხლის რკალია, ვხედავთ კონფლიქტებს, ომებს ახლოს თუ შორიახლოს, აი, ამ გარემოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, მისმა ყველა თანამშრომელმა (და რა თქმა უნდა მის ხელმძღვანელსა განსაკუთრებული წვლილი აქვს) უზრუნველყო, რომ საქართველოში არა თუ არც ერთი უსაფრთხოების რისკი არ რეალიზებულა და არ განხორციელებულა, არამედ პირიქით, საქართველო სულ ცოტა ხნის წინაც აღნიშნა როგორც მაგალითად ტერორიზმისგან თავისუფალი ქვეყანა ამერიკის ხელისუფლების ანგარიშში.

ჩვენ ვხედავთ, რომ უკვე წლებია ცდილობენ გარე და შიდა აქტორები არადემოკრატიული გზით ხელისუფლების ცვლილებას, ჩვენ ვხედავთ თავდასხმას არჩევნებზე სადაც ჩართული იყვნენ როგორც გარე აქტორები და დღეს უკვე მხილებული არიან მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის მხრიდან ისეთი ორგანიზაციები როგორიცაა USAID, NED. რასაც ჩვენ ვხედავდით, ეს იყო ფაქტობრივად ჩარევა ქვეყნის შიდა საქმეებში და არჩევნებში, იმისთვის რომ მომხდარიყო სასურველი საარჩევნო შედეგის დადგომა გარე ძალებისთვის. ამ ფონზე, როდესაც გარე აქტორები შიდა ორგანიზაციების გამოყენებით, მათ შორის გარკვეული ენჯეოების გამოყენებით, რომლებიც გარედან მიღებული დავალებებით თავს ესხმოდნენ დემოკრატიას საქართველოში, საქართველოს უსახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უზრუნველყო როგორც ჩვენი ქვეყნის გარე საფრთხეებისგან დაცვა, ასევე შიდა უსაფრთხოება და ჩვენი დემოკრატიული წყობილების განვითარება, ვინაიდან ვხედავთ, დღესაც არის მცდელობა, რომ ძირი გამოუთხარონ დემოკრატიას ანტიდემოკრატიულმა ძალებმა ქვეყნის შიგნით და გარეთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.