ამერიკულ ფილმებში პოლიციელები რა ტიპის ძიებასაც არ უნდა ახორციელებდნენ, ერთხელ მაინც შეივლიან სტრიპტიზ ბარში. ეს რიტუალის მაგვარი რამაა და ამის გარეშე, ვერც ერთი სამართალდამცავი ფონს ვერ გადის.
მდევართან დამალვა ყოველთვის შეიძლება რაიმე ტიპის აღლუმში გარევით, რაღაც აღლუმი კი ახლომახლოს ყოველთვის არის ხოლმე. თითოეულ საწოლს აფარია ”ელ” ფორმის საბანი, რომელიც ქალს - ნიკაპამდე, ხოლო კაცს წელამდე ფარავს.
პოლიციის შეფი აუცილებლად ირჩევს ორი ვარიანტიდან ერთ-ერთს, საუკეთესო დეტექტივს ან სამსახურიდან ათავისუფლებს, ან საქმის დასამთავრებლად 48 საათს აძლევს. თვითმფრინავის მიწაზე დასმა შეუძლია ნებისმიერს, თუკი სადისპეტჩეროში აღმოჩნდება ვინმე, ვისაც შეუძლია უკარნახოს, ეს როგორ კეთდება. სხვა დანარჩენი პრობლემას არასოდეს წარმოადგენს, მფრინავის პროფესია, ეს ხომ უმარტივესი რამაა, ჰოდა, რა უნდა მიწაზე მშვიდობიანად დაფრენას!
ნებისმიერი ცათამბჯენის სავენტილაციო სისტემა საუკეთესო სამალავია. არავის მოუვა თავში იქ ეძებოს დამნაშავე, იქიდან შენობის წერტილში შეუმჩნევლად მოხვედრა კი ადვილზე ადვილია.
ეიფელის კოშკი პარიზის თითოეული შენობის თითოეული ფანჯრიდან მოჩანს. საათის მექანიზმიანი ყველა ბომბი აღჭურვილია დიდი წითელ ციფერბლატიანი მონიტორით, რადგან ყველამ დაინახოს რამდენი წუთი დარჩა აფეთქებამდე.
ეს სრული ჩამონათვალი არ არის იმ სიუჟეტების, რომლებზეც ხშირ შემთხვევაში ჩვენი საყვარელი კინოსურათებია ხოლმე აგებული. ჩამონათვალი გაცილებით გრძელია, მაგალითად, ტაქსისთვის ანგარიშსწორებისას არასოდეს არავინ იხედება საფულეში. სულერთია, საფულიდან ამოღებული თანხა ზუსტად იმდენი იქნება თუ არა, რამდენიც ტაქსომეტრმა დაწერა.
სამზარეულოში განათება არ არის ხოლმე და თუ გმირს სამზარეულოში სინათლე სჭირდება, ის უბრალოდ მაცივრის კარს აღებს. როდესაც ფილმის გმირი ქალი იდუმალ და საშიშ სახლში უეცრად უცნაური ხმაურის ხმას იგებს, ვითარების გასარკვევად ისე არ გაემართება, მაცდუნებელი ქვედა საცვალი თუ არ აცვია. ერთმანეთს შეჯახებული ავტომობილები აუცილებლად ფეთქდება და იწვის. სწორ და ფართო გზაზე სიარულისას საჭის აქეთ-იქით მკვეთრად ტრიალი აუცილებელია. ყოველთვის არის ავტომობილის იმ შენობასთან პარკირების საშუალება, რომელში მოხვედრაც ფილმის პერსონაჟს ესაჭიროება.
ნებისმიერი საკეტის გაღება შეიძლება თმის სარჭით ან საკრედიტო ბარათით. თუმცა გამონაკლისი აქაც არსებობს - საკეტის გაღება, როდესაც ცეცხლმოკიდებულ სახლში ბავშვია, ძნელად ხერხდება ხოლმე. ტყუპისცალთაგან ერთი ყოველთავის ბოროტმოქმედია, მეორე კი სიმართლის მხარეს მებრძოლი რაინდი.
დაბოლოს, თუ ბომბის გაუვნებელყოფის საკითხია დგას, ფილმის გმირი უკანასკნელ წამებში იღებს გადაწყვეტილებას და რომელი კაბელიც არ უნდა გადაჭრას, იგი სწორ არჩევანს აკეთებს.
აი ასეთია ამერიკულ კინომატოგრაფში ფილმების უმეტესობა. რატომ ხდება ისე, რომ იდენტური სიუჟეტები ხშირ-ხშირად მეორდება, ნამდვილად ვერ გეტყვით! თუმცა ვერსიები არსებობს: ან გადასაღები მეტი არაფერია, ან კიდევ სცენარისტები დაუსრულებელ შემოქმედებით კრიზისს განიცდიან!