როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმ ადამიანზე, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი იყო, შეუძლებელია მის მიერ ჩატარებული კვლევა სანდო და მისაღები იყოს საზოგადოებისთვის, - ასე გამოეხმაურა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ვლადიმერ ბოჟაძე მედია კვლევას, რომელიც გერმანიამ „ნაცმოძრაობის“ ყოფილ ლიდერს დაუკვეთა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები იყვნენ გადანაწილებული მათ შორის სამოქალაქო სექტორში სხვადასხვა პოზიციებზე და ხდებოდა მათი დაფინანსება სხვადასხვა ქვეყნებიდან იმისათვის, რომ მათ შეესრულებინათ გარკვეული დავალებები. რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმ ადამიანზე, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი იყო, როგორ შეიძლება მათ მიერ ჩატარებული კვლევა იყოს სანდო და მისაღები საზოგადოებისთვის. ისევე, როგორც, რა თქმა უნდა, ასეთი არასამთავრობო ორგანიზაციების თუ სხვა ორგანიზაციების დაფინანსება სხვადასხვა სახელმწიფოების მხრიდან”, - განაცხადა ბოჟაძემ.
გერმანიამ, მედიის კვლევა „ნაცმოძრაობის“ ყოფილ ლიდერს დაუკვეთა. „მედიახმა" დაფუძნებულია პარტიის პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრის მარიამ გერსამიას მიერ. გერსამია ირწმუნება, რომ მედიის შეფასებისას ობიექტურია, პარალელურად ამაყობს, რომ იყო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. გერმანიის ელჩი კი ამბობს, რომ მარიამ გერსამიას პოლიტიკური წარსულის შესახებ ინფორმირებული არ არის.