ნიკოლოზ სამხარაძე: გაუგებარია, საერთოდ რას დაეყრდნო გერმანიის გადაწყვეტილება, არ ვიცი, ვინ დაასანქცირეს, ეს გადაწყვეტილება რეალობას აცდენილია

ნიკოლოზ სამხარაძე: გაუგებარია, საერთოდ რას დაეყრდნო გერმანიის გადაწყვეტილება, არ ვიცი, ვინ დაასანქცირეს, ეს გადაწყვეტილება რეალობას აცდენილია

გაუგებარია, საერთოდ რას დაეყრდნო გადაწყვეტილება, არ ვიცი, ვინ დაასანქცირეს. ეს გადაწყვეტილება რეალობას აცდენილია, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

სამხარაძემ კომენტარი გააკეთა გერმანიის საგარეო უწყების განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, გერმანიამ დამატებითი აკრძალვები შემოიღო იმ ქართველი ოფიციალური პირების ქვეყანაში შესვლაზე, რომლებიც პასუხისმგებლები არიან დარბევებზე.

„გაუგებარია, საერთოდ რას დაეყრდნო გადაწყვეტილება, ვინ დაასანქცირეს, არ ვიცი. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოში საპროტესტო აქციები თუ მიმდინარეობს, მიმდინარეობს ძალიან წყნარად და მშვიდად. აქედან გამომდინარე, სრულიად რეალობას აცდენილია ეს გადაწყვეტილება. ეს არის მათი სუვერენული გადაწყვეტილება და, რა თქმა უნდა, ჩვენ არ მოგვწონს ეს გადაწყვეტილება, თუმცა ამაში ვერ ჩავერევით“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.