მთავრობის ადმინისტრაცია შეუერთდა გლობალურ გარემოსდაცვით აქციას - „დედამიწის საათი

მთავრობის ადმინისტრაცია შეუერთდა გლობალურ გარემოსდაცვით აქციას - „დედამიწის საათი"

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია შეუერთდა გლობალურ გარემოსდაცვით აქციას - „დედამიწის საათი".

„დედამიწის საათი" ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი თარიღია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აღინიშნება.

კამპანიას, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანის მიერ ელექტროენერგიის გამოყენებაზე ერთი საათით უარის თქმას გულისხმობს, საქართველო წელს უკვე მეჩვიდმეტედ შეუერთდა.