პოლიტოლოგი, რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ მოძრაობა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებისკენ რომ მიდის, ეს უკვე იგრძნობა. როგორც პოლიტოლოგმა გადაცემა „იმედი LIVE“ში აღნიშნა, მშვიდობა მხოლოდ ტრამპს სჭირდება.
„ტრამპს სჭირდება მშვიდობა იმისთვის, რომ ომით ფული არ აკეთოს მისმა მეტოქემ. ეს არის პოლიტიკური ბრძოლის ერთ-ერთი რაუნდი. ზელენსკისთან ტრამპს ინსტრუმენტი აქვს - არ მისცემს იარაღს, არ მისცემს დაფინანსებას. პუტინთან ასეთი ინსტრუმენტი არ აქვს“, - აღნიშნა საყვარელიძემ.
პოლიტოლოგმა აღნიშნა, რომ ამერიკის პრეზიდენტი ცდილობს ჩინეთთან მომგებიანი ურთიერთობა ჰქონდეს.
„ჩინეთი თამაშობს უკვე სხვანაირად. ადრე თითქოს არ ჩანდა, ახლა უცბად ევროკავშირის პოლიტიკას უჭერს მხარს, უცბად იძახის რომ ევროპაც უნდა ჩაერთოს - ჩინეთიც ის მხარეა, რომელსაც ომის დამთავრება არ აწყობს, რადგან ომში ყველა სუსტდება და ჩინეთი რჩება ცხენზე. ამ სიტუაციაში უკვე, ჩინეთთანაც სჭირდება ტრამპს თამაში, რომ ჩინეთმა არ გააღვივოს ნაკვერჩხალი უფრო მეტად, ვიდრე შეიძლება რომ გაღვივდეს“, - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.