მოგეხსენებათ ბოლო პერიოდში მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით შეიქმნა საგამოძიებო კომისია, რომელიც ხვალ 11:00 საათზე განახლდება და პირველი საქმის სიღრმისეული განხილვა დაიწყება, რომელსაც მამაჩემის, ბესო ხარძიანის გახმაურებული საქმე გახსნის, - ამის შესახებ ბიზნესმენ ბესო ხარძიანის შვილი, ბესო ხარძიანი, სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაში მონაწილეობა ისტორიული პროცესია და იმედი აქვს, რომ "ნაციონალური მოძრაობა", როგორც პარტია, ერთხელ და სამუდამოდ აიკრძალება. ხარძიანისთვის ასევე სიმბოლურია, რომ "ნაციონალების" დასასრულის დასაწყისის სათავეში სწორედ მამამისი დგას.
"მოგეხსენებათ ბოლო პერიოდში მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით შეიქმნა საგამოძიებო კომისია, რომელიც ხვალ 11:00 საათზე განახლდება და პირველი საქმის სიღრმისეული განხილვა დაიწყება, რომელსაც მამაჩემის, ბესო ხარძიანის გახმაურებული საქმე გახსნის.
საქართველოს პარლამენტის 2025 წლის 5 თებერვლის დადგენილების საფუძველზე, შეიქმნა საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია. კომისიის გამოსაკვლევ საკითხად განსაზღვრულია 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობა.
მივესალმები ამ ფაქტს და დიდი სიამოვნებით მივიღებ ამ ისტორიულ პროცესში მონაწილეობას და იმედი მაქვს ნაციონალური მოძრაობა ერთხელ და სამუდამოდ აიკრძალება, როგორც პარტია.
ასევე, ძალიან სიმბოლური და დიდი პატივია ჩემთვის, ნაცების დასასრულის დასაწყისში ბესო ხარძიანი რომ დგას სათავეში." - წერს ბესო ხარძიანის შვილი.