დაჩი ცაგურია: როგორ შეიძლება 7 ნოემბერს და ამ აქციებს შორის ტოლობის ნიშნის დასმა? სადაც არ უნდა მიხვიდე და საკანონმდებლო ორგანოს ფეიერვერკები დაუშინო, პოლიციელებს ურტყა არ არსებობს ეგეთი ქვეყანა, სადაც მაგისთვის მედალს დაგკიდებენ

დაჩი ცაგურია: როგორ შეიძლება 7 ნოემბერს და ამ აქციებს შორის ტოლობის ნიშნის დასმა? სადაც არ უნდა მიხვიდე და საკანონმდებლო ორგანოს ფეიერვერკები დაუშინო, პოლიციელებს ურტყა არ არსებობს ეგეთი ქვეყანა, სადაც მაგისთვის მედალს დაგკიდებენ

როგორ შეიძლება 7 ნოემბერს და ამ აქციებს შორის ტოლობის ნიშნის დასმა? მთელს დედამიწაზე, სადაც არ უნდა მიხვიდე და საკანონმდებლო ორგანოს ფეიერვერკების წვიმა დაუშინო, შურდულებით ფანჯრები დაამტვრიო, ცეცხლი გააჩინო, პოლიციელებს ხელი და წიხლები ურტყა, ბენზინიანი ბოთლები ესროლო და ცეცხლი წაუკიდო, არ არსებობს პლანეტაზე ეგეთი ქვეყანა, სადაც მაგის გულისთვის მედალს დაგკიდებენ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ყოფილმა პოლიტპატიმარმა დაჩი ცაგურიამ.

მისი თქმით, დაუშვებელია რადიკალების აქციებსა და 7 ნოემბერს შორის პარალელის გავლება, ვინაიდან სააკაშვილის ხელისუფლებამ უმოწყალოდ დაარბია მოქალაქეები, რომლებიც შიმშილობდნენ.

„ხშირად არის ხოლმე, რომ პარალელს ავლებენ 7 ნოემბერთან. 7 ნოემბერი იყო, ჩემო პატარა ძმებო და დებო, ვინც არ იცით და თუ არ იცით კიდევ ეგ ძალიან სამწუხაროა და უნდა იცოდეთ წესით... 7 ნოემბერს ყველაფერი როგორ დაიწყო?! ადამიანები შიმშილობდნენ, დაახლოებით 15-20 ადამიანი პარლამენტის კიბეებთან და დილას, 5 საათზე მიცვივდნენ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლის ფორმაში გამოწყობილი ზონდერები და სასიკვდილოდ სცემეს მოშიმშილე ადამიანები ისე, რომ არაფერს აშავებდნენ. განსხვავებით დღეს, როდესაც ჩვენ ვხედავდით, რომ ნებისმიერი აქციის დაშლა იწყებოდა მას შემდეგ, რაც ადამიანები შეგნებულად აზიანებდნენ პარლამენტის შენობას, ამტვრევდნენ ფანჯრებს, ისროდნენ შიგნით ბენზინიან ბოთლებს და ბუშტებს. ფეიერვერკებით ცეცხლის გაჩენას ცდილობდნენ. პოლიციელებს ესოდენ ფეიერვერკებს, ბენზინიან ბოთლებს, წვავდნენ ადამიანებს ცოცხლად და ამის შემდეგ იწყებოდა ყოველთვის. არც ერთხელ არ დაუწყია პოლიციას მოქმედება თუ ისინი კანონს არ დაარღვევდნენ. იყო გამონაკლისები, მაგალითად იგივე, როდესაც ფეიერვერკები ამოიღეს და იგრძნეს, რომ არ დატოვებდნენ ისე მათ კანონდარღვევებს და რამდენიმე დღე დაწყნარდებოდნენ ხოლმე და არც არავინ ეხებოდა მათ“, - განაცხადა დაჩი ცაგურიამ.