ირაკლი კობახიძე: პრემიერის, ვიცე-პრემიერის დასანქცირება ნიშნავს პოლიტიკურ თავდასხმას სხვა სახელმწიფოზე, მტრობის აქტია და კონკრეტული NGO-ები, პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ საქართველოს წინააღმდეგ მტრული აქტის გამოცემაში მონაწილეობდნენ

ირაკლი კობახიძე: პრემიერის, ვიცე-პრემიერის დასანქცირება ნიშნავს პოლიტიკურ თავდასხმას სხვა სახელმწიფოზე, მტრობის აქტია და კონკრეტული NGO-ები, პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ საქართველოს წინააღმდეგ მტრული აქტის გამოცემაში მონაწილეობდნენ

პირდაპირ გამოდიოდნენ პოლიტიკოსები, პარტიები, წამყვანი ოპოზიციური რადიკალური პარტიები და პირდაპირ ამბობდნენ ტყუილს, რასაც შეიძლებოდა მოჰყოლოდა მძიმე შედეგი ჩვენი ქვეყნისთვის და გვემუქრებოდნენ ამის საფუძველზე გარედან სანქციებით და ა.შ. რომ საქართველო იყო შავი ხვრელი, რუსული სანქციების თავიდან არიდება ხდებოდა საქართველოს მეშვეობით და ა.შ. რაც მერე დადასტურდა, რომ იყო აბსოლუტური ტყუილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.

პრემიერის შეფასებით, ეს დანაშაულია პოლიტიკური გაგებით და პროკურატურა იმსჯელებს სამართლებრივ მხარეზე.

„ევროპარლამენტში რა სამარცხვინო ტექსტებიც იწერებოდა, ყველაფერი კამპანიების და პირდაპირი ჩართულობის საფუძველზე ხდებოდა. ამით ტრაბახობდნენ, ამაყობდნენ კონკრეტული ადამიანები. იქ ესტონეთის სანქციები, იქ დიდი ბრიტანეთის სანქციები, ამერიკის, ლიეტუვის სანქციები. ამით ამაყობენ დღემდე. ეს ხომ არის მტრული გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნის მიმართ. როდესაც ესტონეთის ხელისუფლება ასანქცირებს უმაღლესი თანამდებობის პირებს, მათ შორის, პრემიერ-მინისტრს, ვიცე-პრემიერს, შინაგან საქმეთა მინისტრს და .ა.შ. ეს ხომ არ არის ინდივიდუალური სანქცია, რომ ვიღაცამ რაღაც დანაშაული ჩაიდინა, ან ადმინისტრაციული გადაცდომა და დაასანქცირე. პრემიერ-მინისტრის, ვიცე-პრემიერის დასანქცირება, ეს ნიშნავს პირდაპირ პოლიტიკურ დემარშს და პოლიტიკურ თავდასხმას სხვა სახელმწიფოზე. მტრობის აქტია ეს სინამდვილეში თავისი არსით. ჩვენ რომ დავასანქციროთ რომელიმე სხვა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ან პრეზიდენტი, ეს არის რეალურად ომის გამოცხადება, პოლიტიკურ, დიპლომატიურ ენაზე ეს არის ომის გამოცხადება. ეს არის მტრული აქტი პირდაპირი გაგებით, პოლიტიკური და დიპლომატიური თვალსაზრისით სხვა ქვეყნის მიმართ და შენ აცხადებ, რომ საქართველოს წინააღმდეგ მტრული აქტის გამოცემაში იღებდი მონაწილეობას. ამას აცხადებენ კონკრეტული NGO-ები, პოლიტიკოსები. ეს არის პოლიტიკური სურათი. ეს არის პროკურატურის საქმე, ამას სჭირდება სამართლებრივი არგუმენტები, მტკიცებულებები. როდესაც ეს ადამიანები წუხან და ქილიკობენ, მათ შორის, ამ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, მინიმუმ პოლიტიკურად ყველაფერი დევს ხელის გულზე, მტრული საქმიანობის მხარდაჭერაც, საბოტაჟიც, დაფინანსების მიღება ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ და ა.შ. ეს არის შემდგარი ფაქტი, მათ შორის, რაც დაადასტურა ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ", -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მარბიელი არ შეიძლება ასე ბოღმით, ზიზღით და სიძულვილით სავსე კაცი პრემიერი იყოს!
28 ნოემბერს ამის ნაყრანტალევმა გამოიწვია ის, რომ ლამის რუსთაველი გადაიწვა და დღემდე შფოთვაა; არავინაა ოცნებაში, ეს მოკლეზე რომ მიაბას?
11 საათის უკან
Gami ახლა მართალს ამბობს, მაგრამ თუნდაც დიპლომატიურად რას აკეთებს ამის საწინააღმდეგოდ? არაფერს. რატომ შემოუშვეს ლანსბერგისი?.. ისე, ეს უნდა მოაცილონ ხელისუფლებას, რაც შეიძლება დროზე, სანამ კიდევ რამე არ ჩასვარა. 28 ნოემბერი მაგის კისერზეა.
10 საათის უკან
Gami ღარიბაშვილმა რომ აქ ჩამოსული ბორელი მოსვა თავის ადგილას, დეგნანიც, ასეთი კობახიძეს ჯერ არ გაუკეთებია. ენას იფხანს მფინარაძესთან ერთად.
10 საათის უკან