ირაკლი კობახიძე:  თუ არ გინდა, „ქართული ოცნება

ირაკლი კობახიძე:  თუ არ გინდა, „ქართული ოცნება" დარჩეს ხელისუფლებაში და ითხოვ რიგგარეშე არჩევნებს, ესე იგი გინდა, „კოლექტიური ნაცმოძრაობის" ოთხი პარტია მოვიდეს ხელისუფლებაში, მწამებლები, მკვლელები და რეკეტიორები, ორჯერ ორი ოთხია

დისკუსიაზე არ მოდიან, რადგან იციან, რომნაცმოძრაობა" კლავდა, აწამებდა, ბიზნესს აყაჩაღებდა, ომი გააჩაღა და .., ეს ყველაფერი იციან,  - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემაში - „დღის თემა" განაცხადა.

 მისივე თქმით, თუ ადამიანი არ არისკოლექტიური ნაცმოძრაობის" მხარდამჭერი, გაუგებარია, რატომ ითხოვს რიგგარეშე არჩევნებს.

თუ არ ხარკოლექტიური ნაცმოძრაობის" მხარდამჭერი, რატომ ითხოვ რიგგარეშე არჩევნებს. ორი შედეგი შეიძლება დაიდოს, ყველაფრის გათვალისწინებით, ორ თვეში რომ ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები - ერთი არის ის, რომ ისევ იგებსქართული ოცნება" და მეორე თეორიული ვარიანტია, რომ ეს ოთხი პარტია, „კოლექტიური ნაცმოძრაობა" მოდის ხელისუფლებაში. როცა შენ რიგგარეშე არჩევნებს ითხოვ, თან იმ ეგიდით, რომ არ გინდაქართული ოცნება" დარჩეს, რანაირად არ ხარკოლექტიური ნაცმოძრაობის" მხარდამჭერი, ეს ხომ მათემატიკაა, ორჯერ ორი ოთხია. თუ არ გინდა, „ქართული ოცნება" დარჩეს და ითხოვ რიგგარეშე არჩევნებს, ესე იგი  გინდა, ეს ოთხი პარტია მოვიდეს ხელისუფლებაში, მწამებლები, მკვლელები და .. რეკეტიორები. ყველაზე მთავარი პრობლემაკოლექტიური ნაცმოძრაობის" საშუალო ამომრჩევლის რა არის, იცის, რომ მკვლელს, მწამებელს, რეკეტიორს, ტელევიზიების მიმტაცებელს და ომის გამჩაღებელს აძლევს  ხმას, ეს იცის. სხვათა შორის, როდესაც კომპანიას ვუკვეთავთ  ხოლმე სოციოლოგიურ კვლევებს, იქ ტარდება ხოლმე ფოკუს  ჯგუფებიც და საოცარი შედეგია, პირველად არ მჯეროდა. როცა მოდიანკოლექტიური ნაცმოძრაობის" მხარდამჭერები, ისინი ამბობენ, რომ ეს ყველაფერი იციან, მათ შორის, ახალგაზრდებიც, რომლებიც არ მოსწრებიან, გადმოცემით იციან, რომნაცმოძრაობა" კლავდა, აწამებდა, ბიზნესს აყაჩაღებდა,  ომი გააჩაღა, ეს ყველაფერი იციან, შეუძლებელია არ იცოდე, ახალგაზრდა ხარ თუ მოხუცი, როგორ მიიტაცესიმედი", „რუსთავი 2" როგორ მიითვისეს, 150 კაცი ქუჩაში რომ მოკლეს, ციხეებში პატიმრებს რომ აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, კლავდნენ და .. 12-ჯერ რომ შემცირდა სიკვდილიანობა ციხეებში, ეს ხომ უნდა იცოდე. ომი რომ გააჩაღეს 2008 წელს და ხელი რომ მოაწერეს ჩვენ დავიწყეთ ომიო, როგორ შეიძლება ეს არ იცოდე და თან პოლიტიკაზე  გქონდეს პრეტენზია. ეს ყველაფერი იციან და ამიტომ არ მოდის ის  10 კაციც დისკუსიაზე,"- განაცხადა პრემიერმა.