ირაკლი კობახიძე: აღშფოთებულნი რომ არიან დღეს ვიღაცეები, ისინი ამ პროტესტში მონაწილეობენ გახარიას მხარდამხარ, რომელმაც გამოიყენა რეზინის ტყვიები და 7 ადამიანს დარჩა მძიმე კვალი ჯანმრთელობაზე, ესეც ხომ ფარისევლობაა

ირაკლი კობახიძე: აღშფოთებულნი რომ არიან დღეს ვიღაცეები, ისინი ამ პროტესტში მონაწილეობენ გახარიას მხარდამხარ, რომელმაც გამოიყენა რეზინის ტყვიები და 7 ადამიანს დარჩა მძიმე კვალი ჯანმრთელობაზე, ესეც ხომ ფარისევლობაა

უდიდესი რისკების მიუხედავად, ჩვენ რაც გვქონდა მთავარი ამოცანა დასახული, ის პირნათლად შევასრულეთ - არც ერთ ადამიანს არ დარჩა რაიმე კვალი ჯანმრთელობაზე, ამ მასშტაბის ძალადობის მიუხედავად და ამას დასჭირდა ძალიან დიდი ძალისხმევა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ  საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემაში - „დღის თემა" განაცხადა. 

მისივე თქმით, დღეს აღშფოთებული ადამიანები დგანან გახარიას მხარდამხარ, რომელმაც საქმე მიიყვანა იქამდე, რომ გამოიყენა რეზინის ტყვიები და 7 ადამიანს დარჩა მძიმე კვალი ჯანმრთელობაზე, საიდანაც ორმა თვალი დაკარგა. 

„ჩვენ გვქონდა მთავარი ამოცანა, რისკები იყო უდიდესი, მათ შორის, მსხვერპლის რისკიც კი იყო უდიდესი, ყველანაირი განვითარება იყო მოსალოდნელი, იმდენად მძიმე იყო ძალადობა, იყო ომის იმიტაცია. ამ უდიდესი რისკების მიუხედავად, ჩვენ რაც გვქონდა მთავარი ამოცანა დასახული, ის ამოცანა შევასრულეთ, რომ არც ერთ ადამიანს არ დარჩა რაიმე კვალი ჯანმრთელობაზე, ეს ამოცანა პირნათლად შესრულდა, ამ მასშტაბის ძალადობის მიუხედავად და ამას დასჭირდა ძალიან დიდი ძალისხმევა, პირველ რიგში, შს მინისტრის მხრიდან, გდდ-ს ხელმძღვანელობის მხრიდან და ა.შ. მარტივი არ არის ეს, როდესაც იცი, რომ პოლიციელების მიმართ ასეთი მასშტაბის ძალადობაა, მათ შორის, სიტყვიერი შეურაცხყოფა და ა.შ. და მათ უნდა მოთოკონ ემოციები. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ შეიძლება 10 000-მა კაცმა, ჯამურად, როტაციები ხომ იყო, შეძლო საკუთარი ემოციების კონტროლქვეშ შენარჩუნება და საბოლოო ჯამში, შემოვიფარგლეთ მხოლოდ 2 სამწუხარო, მძიმე ინციდენტით. ინსტრუქციების გარეშე, სწორი მითითებების გარეშე როგორ წარმოგიდგენიათ ეს შედეგი. აღშფოთებულნი რომ არიან დღეს ვიღაცები, ისინი ამ პროტესტში მონაწილეობენ გახარიას მხარდამხარ და მაშინ შეგახსენებთ, რაც იყო. არ გამოიყენა სხვა ზომები გახარიამ, მათ შორის, არც წყლის ჭავლი, არც გაზი, შედარებით რბილი ზომები, საქმე მიიყვანა იქამდე, რომ ესკალაციამ, ხელოვნურად მიაღწია მაქსიმუმს და იქ უკვე, აბსოლუტურად გაუგებარი ფორმით, გამოიყენა რეზინის ტყვიები და შედეგად მივიღეთ ის, რომ 7 ადამიანს დარჩა მძიმე კვალი ჯანმრთელობაზე, საიდანაც ორმა დაკარგა თვალი. აქაც ფარისევლობაა. კონკრეტული ადამიანები დღეს დგანან გახარიას გვერდით, რომელმაც 7 ადამიანს დაატყო მუდმივი კვალი ჯანმრთელობაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ იმაზეც ვართ პასუხისმგებელი, რომ კონკრეტულმა ადამიანებმა ვერ მოთოკეს საკუთარი ემოციები, მაგრამ რაც გვქონდა ამოცანა, რომ არც ერთი ადამიანის ჯანმრთელობას არ დარჩენოდა რაიმე კვალი, ეს შევასრულეთ და ეს მოხერხდა ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად, პირველ რიგში შს-მინისტრის, გდდ-ს ხელმძღვანელობის, ქალაქის ხელმძღვანელობის და ა.შ. მუშაობის შედეგად, სწორედ ამ მუშაობის შედეგი იყო ის, რომ მაქსიმალურად მოვახერხეთ ინციდენტების თავიდან არიდება, სამწუხაროდ ვერ მოხერხდა რამდენიმე მძიმე ინციდენტის თავიდან არიდება,"- აღნიშნა პრემიერმა.