ირაკლი კობახიძე: რადიკალური ოპოზიცია,  NGO-ები, უკრაინის ხელისუფლება, უცხოელი პოლიტიკოსები, სრული კოორდინაცია იყო იმისათვის, რომ საქართველოში გახსნილიყო მეორე ფრონტი, ამაზე არ წავედით 

ირაკლი კობახიძე: რადიკალური ოპოზიცია,  NGO-ები, უკრაინის ხელისუფლება, უცხოელი პოლიტიკოსები, სრული კოორდინაცია იყო იმისათვის, რომ საქართველოში გახსნილიყო მეორე ფრონტი, ამაზე არ წავედით 

გადავდოთ გვერდზე, რაც იყო დახურულ კარს მიღმა, გახსოვთ საჯარო მოწოდებები, საჯარო განცხადებები, რომლებსაც აკეთებდნენ ჩვენი NGO-ების ლიდერები და პოლიტიკოსები ომთან დაკავშირებით პირდაპირ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.

პრემიერმა ასევე გაიხსენა მოწოდებები უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან. 

„ერთი ადამიანი თუ გამოვიდა ან  NGO-ებიდან, ან ოპოზიციიდან, ან დიპლომატებიდან, დღეს ხომ ბევრს საუბრობენ კონკრეტული ადამიანები, რომელიმემ დაგმო ან უარყოფითად შეაფასა თუნდაც, მაგალითად უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ უნდა შევხიდებოდით უკრაინას მსხვერპლის თვალსაზრისით? პირდაპირ ასეთი რამ თქვა, რომ ქალები, ბავშვები იღუპებიანო და დროა საქართველომ გადადგას ნაბიჯები იმისათვის, რომ ამაში შეგვეხიდოსო. ასეთი განცხადება გააკეთა დანილოვმა. ვინმემ გააკრიტიკა? ერთი ოპონენტი ჰყავდა ამ განცხადებას? თან ეს ხომ  პირდაპირი თავდასხმა იყო, შეტევა საქართველოზე, არა ხელისუფლებაზე, ეს იყო პირდაპირ თავდასხმა ქართველ ხალხზე და ქართულ სახელმწიფოზე. ერთი კრიტიკოსი გამოჩნდა? რა თქმა უნდა - არა. როდესაც პოდოლიაკი გამოდიოდა, უკრაინის პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი და პირდაპირ მოგვიწოდებდა მეორე ფრონტისკენ, რომელიმე გამოვიდა, თქვა, რომ ეს იყო არასწორი? ყველაზე რბილი განცხადებაც რომ გაეკეთებინათ, არაფერი, არანაირი განცხადება იმიტომ, რომ სინამდვილეში იყო სრული კოორდინაცია. რომ მოდიოდა ეს ადამიანი და დახურულ კარს მიღმა მოთხოვნებს გვიყენებდა, მაგალითად სანქციებთან მიერთებასთან დაკავშირებით, როცა უარს ვამბობდით, მეორე დღეს გამოდიოდა ქუჩაში ოპოზიცია და ზუსტად იგივე მოთხოვნას აყენებდა. სრული კოორდინაცია იყო. მოსული იყო იგივე ადამიანი და ასეთი რამე თქვა მებრძოლ მოხალისეებთან დაკავშირებით -  2 თვითმფრინავი გაუშვი და მეტს არ გთხოვთო. ასეთი რაღაც თქვა სიტყვასიტყვით. როცა მიიღო უარი, მეორე დღეს დაგვიყენეს ქუჩაში ოპოზიცია. სრული კოორდინაცია იყო. აქეთ კონკრეტული ადამიანი, რომელიც მოდიოდა დახურულ კარს მიღმა, მერე შეუერთდა მას მოგვიანებით იმ ფონდის წარმომადგენელი, რომელიც ვახსენე, აქეთ რადიკალური ოპოზიცია, აქეთ NGO-ები, უკრაინის ხელისუფლება, უცხოელი პოლიტიკოსები, სრული კოორდინაცია იყო იმისათვის, რომ საქართველოში გახსნილიყო მეორე ფრონტი. არ წავედით ამაზე და ამას მოჰყვა რა, არ მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი, ვინმემ ახსნა, რატომ არ მიენიჭა საქართველოს კანდიდატის სტატუსი 2022 წლის ივნისში? არავითარი ახსნა და ა.შ. ყველაფერს ვიხსენებ, ეს ყველაფერი არქივში დევს ხომ. ეს ყველაფერი არის ის, რაც ხდებოდა საჯაროდ", -  განაცხადა პრემიერმა.