ირაკლი კობახიძე: ერთადერთი, ვინც ხელისუფლებას ანიჭებს ლეგიტიმაციას, ეს არის ხალხი, ჩვენ გვაქვს ხალხის მხრიდან მონიჭებული ლეგიტიმაცია, მთავარი იარაღი, რაც აქვს ქართულ სახელმწიფოს დღეს

ირაკლი კობახიძე: ერთადერთი, ვინც ხელისუფლებას ანიჭებს ლეგიტიმაციას, ეს არის ხალხი, ჩვენ გვაქვს ხალხის მხრიდან მონიჭებული ლეგიტიმაცია, მთავარი იარაღი, რაც აქვს ქართულ სახელმწიფოს დღეს

ჩვენ გვაქვს ხალხის მხრიდან მონიჭებული ლეგიტიმაცია, დანარჩენი არის გამოწვევები, მაგრამ მთავარი იარაღი, რაც ქართულ სახელმწიფოს აქვს დღეს, არის ის, რომ ქვეყანას მართავს სუვერენული და ხალხის მიერ ლეგიტიმირებული ხელისუფლება, ეს არის მთავარი, დანარჩენი არის პოლიტიკური გამოწვევები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ერთადერთი, ვინც ხელისუფლებას ანიჭებს ლეგიტიმაციას, არის ხალხი.

„დიფ სთეითი" დასუსტდა აშშ-ში და შესაბამისად, ცდილობს, უფრო მეტად გამოიყენოს თავისი რესურსები ევროკავშირში. აშშ-სა და ევროკავშირში „დიფ სთეითი" იყო ერთნაირად ძლიერად წარმოდგენილი, იქ დასუსტდა და შესაბამისად, ცდილობს, უფრო გაამძაფროს შეტევა ევროპული სტრუქტურების და ევროპული ბიუროკრატიის მეშვეობით. ეს არის რეალობა და ამას უკავშირდება ევროკავშირის წარმომადგენლების, ბიუროკრატების, ჩინოვნიკების გაძლიერებული თავდასხმები. განსაკუთრებით ეს ეხება კონკრეტულ ქვეყნებს, სადაც პრაქტიკულად სუვერენიტეტი აქვს დაკარგული სახელმწიფოს, ეს არის განსაკუთრებით ბალტიისპირეთის ქვეყნები, სადაც პირდაპირ „დიფ სთეითის"  მიერ იმართება ხელისუფლებები. მათი მხრიდან კიდევ უფრო მძაფრია ეს თავდასხმები, რაც ძალიან სამწუხაროა. რაც შეეხება ლეგიტიმაციას, ერთადერთი, ვინც ხელისუფლებას ანიჭებს ლეგიტიმაციას, ეს არის ხალხი. ჩვენ გვაქვს ხალხის მხრიდან მონიჭებული ლეგიტიმაცია, დანარჩენი არის გამოწვევები, მაგრამ მთავარი იარაღი, რაც აქვს ქართულ სახელმწიფოს დღეს, არის ის, რომ ქვეყანას მართავს სუვერენული და ხალხის მიერ ლეგიტიმირებული ხელისუფლება, ეს არის მთავარი, დანარჩენი არის პოლიტიკური გამოწვევები", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.