FARA არის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, კარგად გავიგოთ ვინ რაში ხარჯავს და იყენებს ფულს, - ასე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი FARA-ზე გამოქვეყნებული დოკუმენტების შესახებ ინფორმაციას, საიდანაც ირკვევა, რომ ყოფილმა პრემიერმა ნიკა გილაურმა, აშშ-ში ლობისტური კომპანია Continental Strategy-ი დაიქირავა, რაშიც 600 000 დოლარი გადაიხადა.
„FARA არის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, კარგად გავიგოთ ვინ რაში ხარჯავს ფულს და იყენებს. რაში იყენებს, ვფიქრობ, ამას ქართული საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, პერიოდულად თუ როგორ ხდება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლა და ამ ბრძოლაში სხვადასხვა აქტორების გამოყენება“,- აღნიშნა ბოჭორიშვილმა.