საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ თვითმმართველობის არჩევნებში რადიკალური ოპოზიციის შესაძლო მონაწილეობასა და მათ განწყობებზე ისაუბრა.
„დარწმუნებული ვარ, მიიღებენ დავალებას, რომ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა - დამწკრივდებიან და მიიღებენ. ძალიან კარგად იციან, დავალების ამათზე მიმცემმაც და აქ შემსრულებლებმაც, რომ თუ რა რეიტინგი აქვთ მათ უკვე დღევანდელი პირობებიდან გამომდინარე, რომ სრულიად განულებულები არიან“, - განაცხადა კირცხალიამ.
რადიკალური ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებს ამ ეტაპზე ბოიკოტს უცხადებს, თუმცა პოზიციები საბოლოოდ ჯერ გარკვეული არ არის. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, გარედან რა დირექტივას მიიღებენ.