არჩილ გორდულაძე: კაია კალასი თუ თვალებში ნაცარს არ შეიყრიდა, დაინახავდა, რომ ჩვენ ქვეყანაში ძალადობრივ აქციებს ადამიანები აორგანიზებდნენ და შემდეგ ცდილობდნენ, ეს ყველაფერი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებად გაესაღებინათ

კაია კალასი თუ თვალებში ნაცარს არ შეიყრის და ასეთ ქმედებებს დაასრულებს, დაინახავდა, რომ ჩვენ ქვეყანაში დეკემბერში და არა მხოლოდ დეკემბერში, ძალადობრივ აქციებს აორგანიზებდნენ ადამიანები და შემდეგ ცდილობდნენ, ეს ყველაფერი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებად გაესაღებინათ, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის განცხადების კომენტირებისას.

მისივე თქმით, მისი გუნდის ლიდერები არაერთხელ აცხადებდნენ, რომ განსაკუთრებით ევროპიდან, საქართველოს შიდა საქმეებში ზეწოლები ხორციელდებოდა. აღნიშნულის განმხორციელებელი, ერთ-ერთი მათგანი კი სწორედ კაია კალასი იყო.

„ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად იცის, როგორ ცდილობენ გარედან, ჩვენს ქვეყანაში რომ ჩაერიონ და შეძლონ „დიფ სთეითის“ თუ „გლობალური ომის პარტიის“ დამქაშები და დაკრულზე მოცეკვავე ადამიანები მოიყვანონ ხელისუფლებაში“, - აღნიშნა გორდულაძემ.