ევროკავშირში და ბრიუსელში არიან წარმომადგენლები, რომლებიც გარკვეულწილად ნეგატიურ როლს თამაშობენ ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებაში, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა. მინისტრის განმარტებით, მათი განცხადებების მიზანი ხშირად მიმართულია სწორედ იმ სტაბილურობის შესარყევად, რომელიც ასე სჭირდება ჩვენს ქვეყანას.
„ძალიან სამწუხაროა, რომ ევროკავშირში და ბრიუსელში არიან წარმომადგენლები, რომლებიც ძალიან ვიწროდ უყურებენ დღევანდელი მსოფლიოს განვითარებას, ძალიან სუბიექტურად აფასებენ საქართველოში მიმდინარე პროცესებს და შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულწილად ნეგატიურ როლსაც თამაშობენ ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებაში. მათი განცხადებები ძალიან ხშირად მიმართულია სწორედ იმ სტაბილურობის შესარყევად, რომელიც ასე სჭირდება ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა განაცხადა: „ძალიან შეშფოთებულები ვართ საქართველოში ადამიანების დაკავებების გამო. ვახორციელებთ ზეწოლას იმ ადამიანებზე, ვინც ჩადის ძალადობას მშვიდობანი დემონსტრანტების წინააღმდეგ“.