ლევან მაჭავარიანი: ბოლო სამი წელია ვაკვირდებით, როდესაც უსაფუძვლო ბრალდებები მოდის ჩვენი ხელისუფლების მისამართით. იმ დღიდან, რა დღესაც უკრაინაში დაიწყო ეს ტრაგედია. ეს ხდება იმიტომ, რომ ჩვენ ვერ გამოგვიყენეს მეორე ფრონტად

ლევან მაჭავარიანი: ბოლო სამი წელია ვაკვირდებით, როდესაც უსაფუძვლო ბრალდებები მოდის ჩვენი ხელისუფლების მისამართით. იმ დღიდან, რა დღესაც უკრაინაში დაიწყო ეს ტრაგედია. ეს ხდება იმიტომ, რომ ჩვენ ვერ გამოგვიყენეს მეორე ფრონტად

ბოლო სამი წელია ამას ვაკვირდებით, როდესაც უსაფუძვლო ბრალდებები მოდის ჩვენი ხელისუფლების მისამართით. ზუსტად იმ დღიდან, რა დღესაც უკრაინაში დაიწყო ეს ტრაგედია და მარტივი მიზეზი არის ამის იმიტომ, რომ ჩვენ ვერ გამოგვიყენეს მეორე ფრონტად, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა უცხო ქვეყნის წარმომადგენლების მიერ საქართველოს შიდა საქმეების ჩარევაზე საუბრისას.

„სცადეს შემდეგ უკვე ამ განცხადებებით და ოპოზიციის მხარდაჭერით რევოლუციის სცენარების მოწყობა, ოთხჯერ ჰქონდათ უკვე ეს მცდელობა. კონკრეტულად ქალბატონ კალასზე და ზოგადად ბალტიის ქვეყნებზე, რომლებიც გააქტიურებულები არიან, „დიფ სთეითმა“ რებრენდინგი მოახდინა, იგი მთლიანად კონცენტრირებულია ბრიუსელში, ბრიუსელის ბიუროკრატებზე და მათი ქვეყნის ლიდერების გაორმაგებულ შეტევაზე არიან გადმოსულები.

ქალბატონი კაია კალასი გახლდათ ესტონეთის პრემიერ-მინისტრი ცოტა ხნის წინ და მის ქმარს დღემდე აქვს ძალიან მსხვილი ბიზნესები რუსეთში, საიდანაც მილიონობით დივიდენდს და ჩვენ მოგვიწოდებს რომ სანქციები დავუწესოთ რუსეთს და გავანადგუროთ ჩვენი ეკონომიკა. ლიეტუვა პირველ ადგილზეა ღვინის ექსპორტით რუსეთში, როდესაც თვითონ საერთოდ არ აქვს ღვინის კულტურა. ლატვია მაგალითად სპირტიანი სასმელების კუთხით არის მოწინავე პოზიციებზე, ყველაზე მეტი ვისკი შეაქვს რუსეთში, როდესაც თვითონ არ აწარმოების ამ ვისკის. ორმაგ სტანდარტებთან და უსამართლობასთან გვაქვს საქმე.

ჩვენი მოქალაქეები ამას მიეჩვივნენ, უკვე ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ. ლუსტრირება მოხდა ძალიან ბევრი რაღაცის, მითუმეტეს მას შემდეგ, რაც ბატონმა ტრამპმა დაიკავა ოვალური ოფისი. ევროკავშირსა და ბიუროკრატებში სერიოზული პრობლემაა იქიდან გამომდინარე, რომ მაგალითად ახლა ბატონი სი ძინპინი, როგორც გავრცელდა ინფორმაცია არ მიიღებს მონაწილეობას იმ საიუბილეო სამიტში, რომელიც დაგეგმილია ევროპაში, ევროკავშირის და ჩინეთის ურთიერთობასთან 50 წლისთავის აღნიშვნასთან დაკავშირებით. ამერიკის შეერთებული შტატები რა განცხადებებს აკეთებს დღევანდელი ადმინისტრაცია, ბატონი მასკი იქნება, ბატონი ვენსი თუ ბატონი ტრამპი ეს ჩვენმა მოქალაქეებმა კარგად შეიტყვეს.

მათ თავიანთი პრობლემები აქვთ, აქედან გამომდინარე ნაკლებად ყურადღებას აქცევენ უკვე ჩვენს რადიკალურ ოპოზიციას და ისეთი მეორეხარისხოვანი ქვეყნები ჰყავთ უფრო ჩართული, როგორც არის ბალტიის ქვეყნები და ასე შემდეგ. თვითონ თავიანთ პრობლემებზე არიან კონცენტრირებულები და აქედან გამომდინარე სერიოზული ქაოსი არის თვითონ ოპოზიციაშიც. იმიტომ, რომ ვეღარ გაიგეს უკვე ვისგან რა ინსტრუქცია მოდის და რა ინსტრუქციას უნდა მიჰყვნენ “, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.