დავით ქართველიშვილი: უკრაინელებისგან განსხვავებით, ჩვენ გვაქვს სამიათასწლოვანი სახელმწიფოებრიობის ძალიან სერიოზული ისტორია, თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ ამა თუ იმ იმპერიას და რის ხარჯზე. უკრაინას ეს ისტორია არ გააჩნია

დავით ქართველიშვილი: უკრაინელებისგან განსხვავებით, ჩვენ გვაქვს სამიათასწლოვანი სახელმწიფოებრიობის ძალიან სერიოზული ისტორია, თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ ამა თუ იმ იმპერიას და რის ხარჯზე. უკრაინას ეს ისტორია არ გააჩნია

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი უკრაინაში მიმდინარე პროცესებს და ამ პროცესებისადმი უკრაინელი ხალხის დამოკიდებულებას მედიასთან ეხმიანება. 

„ჩვენ გვაქვს სამიათასწლოვანი სახელმწიფოებრიობის ძალიან სერიოზული ისტორია, თავისი უდიდესი ისტორიული გამოცდილებით თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ ამა თუ იმ იმპერიას და რის ხარჯზე. უკრაინას სახელმწიფოებრიობის ისტორია საერთოდ არ გააჩნია“- განაცხადა ექსპერტმა და აღნიშნა, რომ ისტორიის მანძილზე უკრაინა ყოველთვის დიდი სახელმწიფოების მფარველობის ქვეშ იყო და აქედან გამომდინარე, ქართველებისგან განსხვავებით, მათ თავისუფლებისთვის ბრძოლისა და სახელმწიფოებრიობის დაცვის ისტორიული მეხსიერება არ აქვთ. მისი თქმით, სწორედ ამ მიზეზით არ უჩნდება უკრაინელ ხალხს პროტესტი მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

„ნუ ეწყინება ნურცერთ უკრაინელს, სწორად გამიგეთ რასაც ვამბობ,  უკრაინა საქართველოს ვერ შეედრება. ჩვენ გვაქვს სამიათასწლოვანი სახელმწიფოებრიობის ძალიან სერიოზული ისტორია, თავისი უდიდესი ისტორიული გამოცდილებით თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ ამა თუ იმ იმპერიას და რის ხარჯზე. უკრაინას სახელმწიფოებრიობის ისტორია საერთოდ არ გააჩნია. ის ყოველთვის სხვადასხვა სახელმწიფოების პროტექტორატის ქვეშ იყო. ის საზღვრები, რის შენარჩუნებაზეც ახლა ჭიდილია, შეუქმნა ლენინმა, სტალინმა, ხრუშჩოვმა, რომელთა ძეგლების განადგურებითაც არიან ახლა დაკავებული. ჩვენ ვხედავთ, რომ არანაირი სოციალური პროტესტი თუ ბუნტი არ აქვთ უკრაინელებს იმიტომ, რომ იმისთვის, რომ ეს ბუნტი გაგიჩნდეს, გენეტიკური მეხსიერება უნდა გქონდეს თავისუფლებისთვის ბრძოლის და სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების დაცვის, რაც ქართველებს აქვთ, მაგრამ არ აქვთ უკრაინელებს. ორმაგად მეცოდებიან ისინი იმიტომ, რომ არიან ცხვრებივით, რომლებსაც ხოცავენ, ჟლეტენ და პროტესტის გრძნობაც არ უჩნდებათ,“- განაცხადა დავით ქართველიშვილმა.