დავით ქართველიშვილი: როცა ბრალდებული გამოტანილ განაჩენს კიდევ ახალ დანაშაულს ამატებს, ამ დროს შთანთქმის პრინციპი აღარ მუშაობს - სწორედ ამიტომ, მიხეილ სააკაშვილმა პატიმრობაში კიდევ ხუთწელიწადნახევარი უნდა გაატაროს

დავით ქართველიშვილი: როცა ბრალდებული გამოტანილ განაჩენს კიდევ ახალ დანაშაულს ამატებს, ამ დროს შთანთქმის პრინციპი აღარ მუშაობს - სწორედ ამიტომ, მიხეილ სააკაშვილმა პატიმრობაში კიდევ ხუთწელიწადნახევარი უნდა გაატაროს

„ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა ექს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის სასამართლოს მიერ მისჯილი პატიმრობის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, როცა ბრალდებული გამოტანილ განაჩენს კიდევ ახალ დანაშაულს ამატებს, ამ დროს შთანთქმის პრინციპი აღარ მუშაობს - სწორედ ამიტომ, მიხეილ სააკაშვილმა პატიმრობაში კიდევ ხუთწელიწადნახევარი უნდა გაატაროს.

„მიხეილ სააკაშვილს 2018 წელს ერთ-ერთ საქმეზე დაუსწრებლად გამოუტანეს განაჩენი - სამი წლით თავისუფლების აღკვეთა. ასეთ დროს, როცა განაჩენი უკვე გამოტანილია და ბრალდებული კიდევ ახალ დანაშაულს სჩადის, მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში კი ამ ახალ დანაშაულს მიეკუთვნება 2021 წელს საზღვრის უკანონო კვეთა, მაშინ შთანთქმის პრინციპი აღარ მუშაობს და წინა განაჩენს ახალი განაჩენი ემატება. სწორედ ამიტომ, მიხეილ სააკაშვილმა პატიმრობაში კიდევ ხუთწელიწადნახევარი უნდა გაატაროს. 

ერთადერთი, რაც უკმარისობის გრძნობას იწვევს ჩემშიც და საზოგადოებაშიც, ამ ეტაპზე, არის ის, თუ როდის დასრულდება მისი ძალიან კომფორტული, ხუთვარსკვლავიანი ყოფა ლუქს პალატაში და არა - საკანში, იმ არნახული სირცხვილისა და თაღლითობის ფონზე, რომელშიც ჩათრეული ჰყავდა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სამედიცინო წარმომადგენლობა, რომლებიც არარსებულ დიაგნოზებს თხზავდნენ“, - აღნიშნა დავით ქართველიშვილმა.