The Financial Times: უკრაინაში სამწლიანი ომის დასრულების შანსის გაზრდის ფონზე, ინვესტორები რუსულ ობლიგაციებსა და რუბლზე ნადირობენ

The Financial Times: უკრაინაში სამწლიანი ომის დასრულების შანსის გაზრდის ფონზე, ინვესტორები რუსულ ობლიგაციებსა და რუბლზე ნადირობენ

უკრაინაში სამწლიანი ომის დასრულების შანსის გაზრდის ფონზე, ინვესტორები რუსულ ობლიგაციებსა და რუბლზე ნადირობენ. სტატიას ამ შინაარსის The Financial Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, თუ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სანქციებს შეამსუბუქებს, ამ მხრივ რუსეთში ვითარება მკვეთრად გაუმჯობესდება.

როგორც The Financial Times-ი აღნიშნავს, ინვესტორები და თრეიდერები, ჰეჯ-ფონდები და ბროკერები იკვლევენ შესაძლებლობას, თუ როგორ დაიწყონ ვაჭრობა რუსული აქტივებით, რასაც აქამდე დასავლეთი ერიდებოდა. მათი აზრით, რუსული აქტივების ფასმა, შესაძლოა, მკვეთრად მოიმატოს, თუ აშშ რუსეთის წინააღმდეგ შემოღებულ სანქციებს შეასუსტებს.

გამოცემის მტკიცებით, მას შემდეგ, რაც ტრამპი და პუტინი სატელეფონო საუბრისთვის, ხოლო უკრაინა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის ემზადებიან, რუსული რუბლი დოლართან მიმართებაში მესამედით გაიზარდა. ინვესტორების განცხადებით, მომავალში სიტუაცია უკეთესობისკენ უფრო მეტად შეიცვლება.