უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს განცხადებით, ბრიუსელში კვლავ ომის მომხრე პოზიცია ჭარბობს, უნგრეთი კი სამშვიდობო მოლაპარაკებებს უჭერს მხარს.
„ბრიუსელში კვლავ ჭარბობს ომის მომხრე პოზიცია. საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე უკრაინისთვის მინიმუმ 20 მილიარდი ევროს ფინანსური მხარდაჭერის პაკეტი მზადდება. ჩვენ არ დავუშვებთ ამაში ჩაგვითრიონ, არ მივცემთ უფლებას უნგრელი გადასახადის გადამხდელების ფულით უკრაინაში იარაღის მიწოდება დააფინანსონ. ჩვენ მხარს ვუჭერთ სამშვიდობო მოლაპარაკებებს“, - წერს სიიარტო სოციალურ ქსელში.
მისი მტკიცებით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წყალობით მშვიდობის მიღწევის იმედი ისეთი რეალური, როგორიც ახლაა, ბოლო სამი წლის განმავლობაში არასდროს ყოფილა.
„პრეზიდენტ ტრამპის წყალობით, ბოლო სამი წლის განმავლობაში მშვიდობის იმედი ისე ახლოს არასდროს ყოფილა, როგორც ახლა. არასდროს. ბრიუსელის განზრახვა სამშვიდობო მოლაპარაკებების შეუძლებელი გახადოს მიუღებელია“, - წერს სიიარტო.