თინა ბოკუჩავა: არაფრად მიგვაჩნია ეს უკანონო ბრალი და სასჯელი, ზუსტად ვიცით, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლება გარდაუვალია

თინა ბოკუჩავა: არაფრად მიგვაჩნია ეს უკანონო ბრალი და სასჯელი, ზუსტად ვიცით, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლება გარდაუვალია

არაფრად მიგვაჩნია ეს არაფრისმთქმელი, უკანონო ბრალი და სასჯელი, ზუსტად ვიცით, რომ ამ ქვეყნის თავისუფლებაც, პრეზიდენტი სააკაშვილის თავისუფლებაც გარდაუვალია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილებით შეკრებითობის პრინციპი აღადგინეს.

„გახსოვთ პრეზიდენტი სააკაშვილი როგორ ამბობდა ხოლმე, რომ ქვეყნის აღმშენებლობისთვის, ოკუპანტის სახელით, ივანიშვილის რუსული რეჟიმი მას უსჯიდა სამუდამო პატიმრობას. პრაქტიკულად, ეს მოვისმინეთ დღეს ე.წ. სასამართლოს დარბაზში, რომელიც იქცა უსამართლობის, უკანონობის ბუდედ პრეზიდენტის სააკაშვილის მიმართ, როგორც მთავარი პოლიტიკური ოპონენტი ბიძინა ივანიშვილის, ასევე ათეულობით სხვა პოლიტპატიმრის მიმართ, რომელთა სასამართლოები სიმბოლურია, მაგრამ პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს, როცა ისჯება ამ ქვეყნის მთავარი მედასავლეთე, პუტინის მთავარი მოწინააღმდეგე პოლიტიკოსი და ქართული თანამედროვე სახელმწიფოს შემქმნელი პრეზიდენტი სააკაშვილის სახით. არაფრად მიგვაჩნია ეს არაფრისმთქმელი, უკანონო ბრალი და სასჯელი, რომელსაც აცხადებენ მონურ მორჩილებაში მყოფი, რუსების დავალებების შემსრულებელი მოსამართლეებად წოდებული ივანიშვილის მსახურები და ზუსტად ვიცით, რომ ამ ქვეყნის თავისუფლებაც, პრეზიდენტი სააკაშვილის თავისუფლებაც გარდაუვალია. ამას ამბობს საქართველოს ისტორია და იტყვის საქართველოს მომავალიც“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო. სააკაშვილს სასჯელის ზომად ოთხი წელი და ექვსი თვე განესაზღვრა, თუმცა, მოსამართლემ განაჩენთა ერთობლიობით სააკაშვილს სასჯელის ვადად 12 წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა.

მარბიელი ბოკუჩავას პრეზ. სააკაშვილის განთავისუფლება რა თქმა გარდაუვალია - 12.5 წლიანი სასჯელის სრულად მოხდის შემდეგ, თუ რა თქმა უნდა მანამდე არჩაძაღლდა!
11 საათის უკან
Gami მრავალი წლის შემდეგ, ზეციურ საქართველოში. ამას სააკას დამქაშები რამდენი წელია მანტრასავით იმეორებ და რა? ის ფიზიკურად თავისუფალია? არა. შინაგანად? მით უმეტეს არა. კომპლექსები აღრჩობს. ჰოდა, იქნება ასე კიდევ. ოღონდ, გადაიყვანონ ციხეში.
11 საათის უკან