ლევან მაჭავარიანი: ბატონ ბიძინა ივანიშვილს ფიზიკურად არ გააჩნია აქტივები ბრიტანეთში, შესაბამისად, რა უნდა დასანქცირდეს, ძალიან გასაკვირია

ლევან მაჭავარიანი: ბატონ ბიძინა ივანიშვილს ფიზიკურად არ გააჩნია აქტივები ბრიტანეთში, შესაბამისად, რა უნდა დასანქცირდეს, ძალიან გასაკვირია

ბატონ ბიძინა ივანიშვილს ფიზიკურად არ გააჩნია აქტივები ბრიტანეთში, შესაბამისად, რა უნდა დასანქცირდეს, ძალიან გასაკვირია, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა ივანიშვილის სანქცირების თემაზე საუბრისას.

მისივე თქმით, ძალიან სამწუხაროა, რომ დიდი ბრიტანეთი „ასეთ თამაშში იღებს მონაწილეობას“, რათა ჩვენს საზოგადოებაში აჟიოტაჟი შემოიტანოს.

„შევახსენებ ჩვენს საზოგადოებას, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი დე ფაქტო სანქციების ქვეშ იმყოფებოდა უკვე სამი წლის წინ. შემდეგ იქ რაღაც ტიპის ოფიციალური სანქციები დაუწესეს. ბატონ ბიძინა ივანიშვილს სანქციების რომ არ ეშინია, ეს ყველასთვის უკვე აშკარაა. მილიარდობით დოლარზეა საუბარი და ბატონი ბიძინა ივანიშვილი არც ერთ ისეთ ნაბიჯს არ დგამს, რომელიც შემდეგ შეძლება, ეწინააღმდეგებოდეს ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ეროვნულ ინტერესებს“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

დიდი ბრიტანეთის თემთა პალატამ საქართველოში არსებულ მდგომარეობასა და ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაზე იმსჯელა, რაც „ქართული ოცნებისთვის“ შანტაჟის მორიგი მცდელობაა.