გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ხელმძღვანელი კეშ პატელი ირწმუნება, რომ „დიფ სთეითის“ მოქმედი პირები FBI-ისა და სახელმწიფო სააგენტოებს პირადი ინტერესებისთვის იყენებდნენ.
პატელი „დიფ სთეითის“ პოლიტიკური აქტორების გამოაშკარავების პირობას დებს და აცხადებს, რომ კორუფციის გზით ინტერესების გატარების საკმარის მტკიცებულებებს მიაკვლიეს.
პატელი ამბობს, რომ ამერიკელები „დიფ სთეითის“ ქმედებების კონკრეტულ მტკიცებულებებს იხილავენ.
„დიფ სთეითის“ წარმომადგენლებმა გადამალეს და დამარხეს დასაბუთებული საკუთარი კორუფციული სქემები, რადგან საკმარისად ამპარტავნები იყვნენ და ფიქრობდნენ, რომ ამას ვერავინ იპოვიდა. მათ ეგონათ, დონალდ ტრამპი არასდროს გახდებოდა პრეზიდენტი და ვერასდროს დანიშნავდა კაბინეტს, რომელიც საფუძვლიანად გამოიძიებდა ამ საკითხს“, - თქვა პატელმა.