გურამ მაჭარაშვილი: ფარდა ჩამოხსნილია, ბატონო ელჩო. ევროკავშირის ელჩს მივმართავ. უკვე ქართული საზოგადოება პოლიტიკურად ძალიან მომწიფებულია და ვეღარ მოატყუებთ იმას, რომ სიმართლე ჩვენს მხარესაა

გურამ მაჭარაშვილი: ფარდა ჩამოხსნილია, ბატონო ელჩო. ევროკავშირის ელჩს მივმართავ. უკვე ქართული საზოგადოება პოლიტიკურად ძალიან მომწიფებულია და ვეღარ მოატყუებთ იმას, რომ სიმართლე ჩვენს მხარესაა

ქართული საზოგადოება პოლიტიკურად ძალიან მომწიფებულია და ვეღარ მოატყუებთ იმით, რომ სიმართლე თქვენს მხარეს არის, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა, რომელიც ევროკავშირის ელჩის განცხადებებს გამოეხმაურა.

„და რაზე ჩადის კახეთში? რომ იხმალავეს რეზოლუციებით ევროკავშირმა და აშშ-მა, ევროკავშირი უფრო კარგია და ამერიკა უფრო ცუდია? ასე რომ ფარდა ჩამოხსნილია, ბატონო ელჩო, ევროკავშირის ელჩს მივმართავ. უკვე ყველამ კარგად იცის, გიცანით უკვე ვინ არის თქვენი ევროკავშირი. შესაბამისად, უკვე ქართული საზოგადოება ძალიან მომწიფებულია პოლიტიკურად და ვეღარ მოატყუებთ იმას, რომ სიმართლე ჩვენს მხარეს არის“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ევროკავშირის ელჩის „ნაცმოძრაობის“ სასარგებლო განცხადებები თვითმმართველობის არჩევნებზე გავლენას ვერ მოახდენს, განაცხადეს მმართველ გუნდში.

ცნობისთვის, პაველ ჰერჩინსკი კახეთის რეგიონში ახალგაზრდებთან შეხვედრას აანონსებს.

 

Gami ჰოო, კახეთში ტურას არა, მაგრამ ჭრელ ვირებს ნაღდათ გამორჩება..
2 საათის უკან