ყველაზე პოპულარული “ღამურა“

ყველაზე პოპულარული “ღამურა“

რეჟისორები ფილმებს იღებდნენ და იღებენ, ზოგი მათგანი წარატებული იყო და ახლაც ასეა. ზოგჯერ მათი ჩანაფიქრი ზუსტად ემთხვეოდა მაყურებლის სურვილს. შესაძლოა ფილმი უბრალოდ ფანტასტიკა ყოფილიყო, არარეალური პერსონაჟებით სავსე, მაგრამ ხალხს ისინი მაინც მოსწონდა და წლების შემდეგაც, სურათი აქტუალური რჩებოდა. ერთ-ერთი ასეთი ფილმი ”ბეტმენი” გახლავთ.

”ბეტმენის” ერთ-ერთმა შემქნელმა ეს სახელწოდება მეტად უცნაურად შეარჩია. სახელი შოტლანდიის მეფე, რობერტ ბრიუსისაგან აიღო. ეს გახლდათ ადამიანი, რომელიც დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში საკუთარ ხალხს გაუძღვა და ინგლისის წინააღმდეგ გაილაშქრა. ეს ყოველივე ფილმ ”მამაც გულშია” აღწერილი. თუ მელ გიბსონის მონაწილეობით ნანახი გაქვთ აღნიშნული კინოსურათი, მაშინ მიხვდებით რაზეა საუბარი. ეს რაც შეეხებოდა სახელს, ხოლო გვარს ფინგერი - ენტონი ”შეშლილ” უეინს დაესესხა. ერთ დროს იგი შეერთებული შტატების გენერალი გახლდათ.

ალბათ არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ფილმებში ხშირად არის ლაფსუსები, რომლებიც მაყურებლებისათვის, მალევე ხდება შესამჩნევი. ”ბეტმენის” შემთხვევაში, შეიძლება ითქვას, რომ მაგალითად, ბრიუს უეინი გამუდმებით 34 წლის ასაკის გახლავთ. თუმცა, პიტერ პენივით ”ყოველთვის ახალგაზრდას” მდიდარი ისტორია ნამდვილად აქვს და ამას ვერავინ დაუკარგავს.

ყოვლისშემძლე გმირმა რამდენიმე წელიწადი კემბრიჯსა და სორბონაში გაატარა. 20 წლის იგი ფედერალურ ბიუროს შეუერთდა, მოგვიანებით კი საბრძოლო ხელოვნების შესასწავლად კორეაში გაემგზავრა. მან ჩინეთსა და იაპონიაშიც იმოგზაურა და სწორედ იქ გაუჩნდა იდეა - ნინძას მაგვარი შენიღბვის მეთოდი გამოეყენებინა.