გერმანიაში ევროვიზიის კონკურსზე საქართველოდან ჯგუფი “Eldrine“ გაემგზავრება. ამ ჯგუფმა ეროვნულ ფინალში გაიმარჯვა .
ევროვიზიის შიდა შესარჩევი კონკურსი “საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირველ პავილიონში გაიმართა. შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა შვიდმა მომღერალმა და ვოკალურმა ჯგუფმა მიიღო.
ჟიურისა და მაყურებლის გადაწყვეტილებით, გამარჯვება ჯგუფმა “Eldrine“-მა სიმღერით “One more day“ მოიპოვა.
“Eldrine“-ის გარდა, შიდაშესარჩევ კონკურსში მონაწილეობდნენ თემო საჯაია( “ჯარისკაცის სიმღერა“); სალომე კორკოტაშვილი( “Love“); ჯგუფი “ტკბილი აბები“(“Face to Face“); ჯგუფი “November“ და დიტო ლაგვილავა (“ამ ახალ დღეს“); ნინი შერმადინი (“Rejected“) და ჯგუფი “The Georgians“ (“Loved, Seen, Dreaming“).
შიდა შესარჩევ კონკურსს ავადმყოფობის გამო თაკო გაჩეჩილაძე გამოეთიშა. ქეთი ორჯონიკიძე საკონკურსო პირობებმა არ დააკმაყოფილა, ხოლო ბორის ბედიას კონკურსში მონაწილეობის მიღება გასტროლებმა შეუშალა. ევროვიზიის კონკურსი დიუსელდორფში 10 მაისს დაიწყება.