„გაავრცელო დეზინფორმაცია და თქვა, რომ ჟურნალისტი ხელშეუხლებელია, ეს მიუღებელია - დეზინფორმაციის გავრცელებას უნდა მოჰყვეს სანქციები“

„გაავრცელო დეზინფორმაცია და თქვა, რომ ჟურნალისტი ხელშეუხლებელია, ეს მიუღებელია - დეზინფორმაციის გავრცელებას უნდა მოჰყვეს სანქციები“

მმართველი გუნდი მედიის კანონის ბრიტანულ მოდელს აანონსებს. კანონით დადგინდება მედიის ობიექტურობის, აგრეთვე, ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები, განისაზღვრება აღნიშნული სტანდარტების მონიტორინგისა და დაცვის ინსტიტუციური მექანიზმები და ასევე შეიზღუდება მედიასაშუალებების დაფინანსება უცხოური წყაროებიდან. მმართველი გუნდის ეს გადაწყვეტილება შეფასდა როგორც სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და, რა თქმა უნდა, რადიკალებმა აქაც რუსული კვალი დაინახეს.

სანამ მმართველი გუნდი ახალ კანონზე მუშაობს, ილონ მასკმა „რადიო თავისუფლებისა“ და „ამერიკის ხმის“ დახურვა მოითხოვა. შეერთებული შტატების სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სოციალურ ქსელ „იქსზე“ დაწერა: „1. ევროპა ახლა თავისუფალია (თუ არ ჩავთვლით მახრჩობელა ბიუროკრატიას) hello?? 2. მათ აღარავინ უსმენს; 3. უბრალოდ საკუთარ თავს ელაპარაკებიან რადიკალი მემარცხენე გიჟები, რომლებიც წვავენ აშშ-ის გადასახადის გადამხდელთა ფულს, წელიწადში ერთ მილიარდ დოლარს. დიახ, დახურეთ! მათ არავინ უსმენს, ისინი საკუთარ თავს ელაპარაკებიან“, - წერს ილონ მასკი.

ილონ მასკმა „რადიო თავისუფლებას“ და „ამერიკის ხმას“ წამ-ზომი ჩაურთო, რაც იმას ნიშნავს, რომ ორი თითქოს თავისუფალი რადიო არსებობას შეწყვეტს და, რა თქმა უნდა, იგივე ბედს გაიზიარებს ამ რადიოს ქართული ბიუროც და არა მხოლოდ რადიო, არამედ ის ოპოზიციური არხები, რომლებიც საქართველოს ბაზარზე მაუწყებლობენ და მათი ძირითადი ფუნქცია არის ლიბერალური დღის წესრიგი და „ფეიკ ნიუსის“ გავრცელება.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, თუ ვამბობთ, რომ „ფეიკ ნიუსი“ ცუდია, მაგრამ ის მაინც ვრცელდება, ე.ი. რაღაც კარგად არ მუშაობს. როგორც შალვა პაპუაშვილი აცხადეს, რაკი ვხედავთ, რომ მედიის ე.წ. თვითრეგულირების წესები არ მუშაობს, კანონმდებელი ვალდებულია, საკითხი კანონით დაარეგულიროს და ერთადერთი, ვინც მედიის შესახებ კანონის მიღებით შეიძლება შეწუხდეს, ისინი არიან, ვისაც ყალბი ინფორმაციის გავრცელება სურთ.

„საერთოდ არ არის საუბარი ცენზურაზე - ცენზურა ინფორმაციის წინასწარ კონტროლს და ინფორმაციის წინასწარ გაფილტვრას გულისხმობს. ბრიტანული სტანდარტი უკვე გასული ინფორმაციის შემდგომ შეფასებას ეხება, თუკი ინფორმაცია იყო ტყუილის შემცველი და ცილისმწამებლური. რა ვუყოთ იმ სიყალბეს, რომელიც მედიით ვრცელდება?! იმის გამო, რომ დღეს ინფორმაცია ძალიან სწრაფად ვრცელდება, ერთ-ერთი გამოწვევა მთელს მსოფლიოში არის ის, თუ როგორ ვებრძოლოთ „ფეიკ ნიუსებს“. ამაზე ფიქრობენ და ამას ებრძვიან ევროკავშირსა და აშშ-ი. ჩვენც ამაზე ვფიქრობთ და ამას ვებრძვით. აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის მხილებებმა გვაჩვენა, რომ უცხოური დაფინანსებით მედია-ორგანიზაციების მთელი ქსელი მოქმედებდა, რომელიც ერთი ნარატივის დამკვიდრებაზე მუშაობდა. ჩვენ ჩვენი მოქალაქეები უნდა დავიცვათ, რათა იყვნენ ინფორმირებული. დეზინფორმაციის ნაცვლად, უნდა იყოს ინფორმაცია - ეს იმ სტანდარტებით მოხდება, როგორც არის ბრიტანეთში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მმართველი გუნდის ინიციატივას მხარს უჭერს პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა, რომლის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან ფრთხილი საქმიანობაა ჩასატარებელი, თუმცა თვლის, რომ უცხოური ფულით არ შეიძლება მედია ფინანსდებოდეს, რაც აქსიომაა, უტყუარია და ასე უნდა იყოს.

„წლების განმავლობაში ქართულ ტელევიზიებს უხდიდნენ ფულს, რომ ეთერში მამათმავალი წამყავნი დაესვათ. ზოგმა დასვა, ზოგმა იმიტაცია გააკეთა, გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მამათმავალია და ამ დროს არ იყო მამათმავალი. მედიას აქვს უდიდესი გავლენა. თანამედროვე სამყარო არის მოწყობილი ფსიქოლოგიურ ომზე, ტვინებზე ნადირობა მიდის და მათ შორის სოციალურ ქსელებში აგროვებენ ჩვენს შესახებ ინფორმაციას, რა მოგვწონს, რა არა, რა ინფორმაციებს ვეძებთ და ამის მიხედვით გვთავაზობენ რეკლამებსაც.

რეალურად, ამ ოთხი ლბერალური ტელევიზიიდან მიდის ტვინის გამორეცხვა და ძირითადად, ახალგაზრდების. წლების განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებელიც იყო ამაში ჩართული. ისეთი გადაცემები ჰქონდათ ლიბერალური პროპაგანდის კუთხით, რომ ასეთ გადაცემებს ტვ.პირველი და ფორმულაც კი არ უშვებდა. სჯერა ამ ხალხს ამ ნეოლიბერალიზმის. პირდაპირ რომ ვთქვათ, სერიოზული რეფორმაა საჭირო. ისმის კითხვა - საერთოდ არის თუ არა საჭირო საზოგადოებრივი მაუწყებელი? ან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერი ხომ არ დაიყოს დროის ბლოკებად და გამოცხადდეს ტენდენი საავტორო კოლექტივებისთვის, რომ მართონ ის კონკრეტული დრო?“, - აცხადებს ირაკლი გოგავა.

რაც შეეხება „ფეიკ ნიუსების“ პრობლემას, გოგავას განცხადებით, ინგლისურ კანონმდებლობაში კარგად არის ჩამოყალიბებული რა ითვლება დეზინფორმაციად და განსაკუთრებით ეს ეხება საქართველოში მოქმე ოთხ ლიბერალურ არხს.

„დეზინფორმაციის გავრცელებას უნდა მოჰყვეს სანქციები და მათ შორის ფინანსური, იმიტომ რომ შენ გაავრცელო დეზინფორმაცია და თქვა, რომ ჟურნალისტი ხელშეუხლებელია, ეს მიუღებელია. არსებობს ჟურნალისტთა ეთიკის ჯგუფი, რომელიც ასევე უცხოურ გრანტებზე ზის და თუ არ ვცდები, ზვიად ქორიძე იყო იქ, ესეც სულგაყიდული ადამიანია და ემსახურება დასავლეთის კონკრეტული ჯგუფის ინტერესებს. ამიტომ, ახალი მექნიზმებია ასამუშავებელი, რომ საზოგადოება დაცული იყოს დეზინფორმაციისგან. მაგრამ ეს არ უნდა გადავიდეს მთელი მედიის ტოტალურ დევნაზე. საიუვილერო სამუშაოა ჩასატარებელი ისე, რომ სიტყვის თავისუფლება არ დაზიანდეს, მაგრამ დეზინფორმაცია უნდა აღიკვეთოს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ირაკლი გოგავამ.

for.ge-სთან საუბრისას ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე ამბობს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო იძულებეული გახდა ეთქვა, რომ მსოფლიო არ შეიძლება იყოს ერთპოლუსიანი და, რომ მსოფლიო არის მრავალპოლუსიანი. მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ დასანგრევი, რომელიც დასანგრევია, აუცილებლად დაინგრევა.

„ის სისტემა, რომელიც გადაგვარდა და ჰქვია ლიბერალისურ-ფაშისტური სისტემა, აუცილებად უნდა დაინგრეს. სამწუხაროდ, ამ ლებარალ-ფაშისტურ რიგებში აღმოჩნდა „რადიო თავისუფლება“ და „ამერიკის ხმა“. ჩემი ახალგაზრდობის წლებში საბჭოთა კავშირის ხელისუფლება ხელს გვიშლიდა მოგვესმინა ამ რადიოსთვის, მაგრამ ვახერხებდით და ვუსმენდით. დღეს, ეს ორი რადიო გახდა სიცრუის და დეზინფორმაციის მასობრივი გავრცელების საშუალება, სადაც ტყუილს გვისაღებენ მათლად და ადამიანს წარმოგვიდგნენ დინოზავრად. ეს აუცილებლად უნდა დაინგრეს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ამბობს, რომ ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამერიკისათვის. მათი იდეოლოგია, რომელიც შემოჭრილი იყო, იპყრობდა ყველას და ყველაფერი მისაღები იყო თინა ტაივანჩიკისთვის, გიგაურისთვის და მისნაირებისთვის, ვინც იქიდან გამორჩენას ელოდნენ და იღებდნენ კიდეც.

ამიტომ, მხარს არ უჭერს მედიის შესახებ კანონს, რომელიც კრძალავს უცხოეთიდან დაფინანსების მიღებას და „ფეიკ ნიუსის“ გავრცელებას. რატომ უნდა იღებდეს ფულს უცხოეთიდან ქართული მედია? არც ერთი სახელმწიფო უცხოეთიდან მეორე სახელმწიფოს გულკეთილობით არაფერს არ ჩუქნის. იგივე გერმანია რატომ დააფინანსებს ჩვენს პრესას, თუ მას რაიმე ინტერესი არ აქვს? ამიტომ, კეთილი ინებონ და ჩვენთან რაც ბიუჯეტი არის, მას დაჯერდნენ“, - ამბობს ედიშერ გვენეტაძე.