ლევან მახაშვილი: საზოგადოებამ იხილა ეს ადამიანი მის კოლეგებთან ერთად პარლამენტის წინ, როგორ მოუწოდებდა მოსახლეობას უკრაინული „მაიდნის“ გამეორებისკენ საქართველოში

ლევან მახაშვილი: საზოგადოებამ იხილა ეს ადამიანი მის კოლეგებთან ერთად პარლამენტის წინ, როგორ მოუწოდებდა მოსახლეობას უკრაინული „მაიდნის“ გამეორებისკენ საქართველოში

საზოგადოებამ არაერთხელ იხილა მსგავსი საქმეები. ჩვენ გვახსოვს, როგორ ერეოდნენ წინასაარჩევნო პროცესში, როგორ მონაწილეობდნენ პირდაპირ პოლიტიკურ საქმიანობებში, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა, რომელიც შვედეთის ხელისუფლების ერთ-ერთი ლიდერის, ერიკ ოტოსონის ვიდეოს გამოეხმაურა.

„საზოგადოებამ იხილა ეს ადამიანი მის კოლეგებთან ერთად პარლამენტის წინ, როგორ მოუწოდებდა მოსახლეობას უკრაინული „მაიდნის’ გამეორებისკენ საქართველოში და, ფაქტობრივად, ძალადობისკენ მოწოდება იყო ეს ყველაფერი. ამ და სხვა საქმეებით ჩვენ გვახსოვს, როგორ ერეოდნენ წინასაარჩევნო პროცესში, როგორ მონაწილეობდნენ პირდაპირ პოლიტიკურ საქმიანობებში, საზოგადოებამ არაერთხელ იხილა მსგავსი საქმეები. ჩვენ ასევე არაერთხელ გვქონდა მათთან პირდაპირ დონორებთან თუ სახელმწიფოს წარმომადგენლებთან არა ერთი თხოვნა, არა ერთი მოწოდება პირველი - მსგავსი ქმედებების შეწყვეტისკენ და მეორე - ამ საგარეო დაფინანსებების გადახედვისკენ“, - განაცხადა მახაშვილმა.

„ყოველი რადიკალი ენჯეოს უკან, რადიკალი დონორი დგას“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, რომელიც შვედეთის ხელისუფლების ერთ-ერთი ლიდერის, ერიკ ოტოსონის ვიდეოს აქვეყნებს.