ლევან მახაშვილი გვარამიასა და ჯაფარიძის სტრასბურგში გამგზავრებაზე: ოპოზიციისგან ეს აღარ არის უბრალოდ რაღაც ვიწროპარტიული პოლიტიკის გატარება - ეს არის პირდაპირ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლის ისტორია

ლევან მახაშვილი გვარამიასა და ჯაფარიძის სტრასბურგში გამგზავრებაზე: ოპოზიციისგან ეს აღარ არის უბრალოდ რაღაც ვიწროპარტიული პოლიტიკის გატარება - ეს არის პირდაპირ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლის ისტორია

ოპოზიციისგან ეს აღარ არის უბრალოდ რაღაც ვიწროპარტიული პოლიტიკის გატარება - ეს არის პირდაპირ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლის ისტორია, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა, რომელიც ნიკა გვარამიასა და ზურა გირჩი ჯაფარიძის სტრასბურგში გამგზავრებას ეხმიანება.

„ოპოზიციისგან ეს აღარ არის უბრალოდ რაღაც ვიწროპარტიული პოლიტიკის გატარება - ეს არის პირდაპირ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლის ისტორია და ჩვენ გვახსოვს 2017 წლამდე, როგორ დადიოდნენ ბრიუსელში კარდაკარ და ითხოვდნენ ვიზალიბერალიზაცია არ მიეცათ ქვეყნისთვის. მერე გვახსოვს, როდესაც მივიღეთ, რომ შეეჩერებინათ. ასევე, გვახსოვს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, რომ ითხოვდნენ, რომ არ მიენიჭებინა ევროკავშირს. იგივე პირები, იგივე სახეები, იგივე სახელი და გვარები, რომლებიც დღეს ითხოვენ დამატებით შეზღუდვებს ჩვენი ქვეყნისთვის, სწორედ ეს პირები არიან, რომლებიც მთელი ამ წლების განმავლობაში ბრძოლას უცხადებენ, ფაქტობრივად, საკუთარ ქვეყანას“, - განაცხადა მახაშვილმა.

ნიკა გვარამია და ზურა გირჩი ჯაფარიძე სტრასბურგში საქართველოს მოქალაქეების დასანქცირების სიით გაემგზავრნენ. არსებული ინფორმაციით, საუბარი იქნება ვიზალიბერალიზაციის შეჩერებასა და ახალ არჩევნებზე.