თქვენ „ევრონიუს“ წინა ინტერვიუს დროს უთხარით, რომ გინდოდათ საქართველო ყოფილიყო ევროპული ოჯახის წევრი. მას შემდეგ, რაც მოხდა თბილისსა და ბრიუსელს შორის, ბრიუსელმა ხვალ რომ დარეკოს, განაახლებთ ურთიერთობას?
ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი საგარეო პოლიტიკა. მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე ვდგავართ ევროპულ ბიოკრატიასთან, მაგრამ ოპტიმისტურად ვართ განწყობლი, რომ საქართველოს წევრობის გეგმა 2030 წლისთვის მიღწევადი იქნება. ასე რომ, ეს არის ჩვენი საშუალოვადიანი მიზანი და ამ მიზნის მიღწევის თვალსაზრისით, თანმიმდერულნი ვიქნებით. იმედი მაქვს, რომ მომდევნო წლებში საქართველოს მიმართ მიდგომა უფრო სამართლიანი იქნება და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.
ხართ თუ არა ევროკავშირთან კრიზისულ ეტაპზე?
- ჩვენ დაინტერესებულები ვართ ევროკავშირთან ჯანსაღი ურთიერთობით, რაც ამ ეტაპზე ასე არაა, მაგრამ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს არ არის საქართველოს პოლიტიკის გამო - ეს არის საქართველოს მიმართ ევროპის ბიუროკრატიის პოლიტიკის გამო.
თქვენს სტრატეგიას რომ შევხედოთ, საქართელო მტკიცედ დგას ამ პროევროპულ გზაზე, როგორია თქვენი გზა უახლოეს მომავალში?
- ევროინტეგრაციის მიმართ კვლავ ერთგულები ვართ. მზად ვართ, თანმიმდევრულად შევასრულოთ ასოცირების დღის წესრიგიდან გამომდინარე ყველა ვალდებულება, რომელიც გამომდინაროებს DCFTA-დან. ეს არის მკაფიო დღის წესრიგი. ვიქნებით მომთმენი და დაველოდებით ევროპულ გადაწყვეტილებებს საქართველოს ევროინტეგრაციის შესახებ, რომელიც ეხება ჩვენი ევროინტეგრაციის დაჩქარებას.
როგორ მიიღებს ქართველი ხალხი ამ საუბარს, სამართლიანი იყო არჩევნები? ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ უახლოეს მომავალში რეფერენდუმი ჩაატაროთ?
- ჩვენ ვართ მთავრობა ყველა მოქალაქისთვის. ჩვენ მხარი 54%-მა დაგვიჭირა. ქართველების დაახლოებით 38%-მა ხმა მისცა რადიკალურ ოპოზიციას. ასევე უნდა ვიზრუნოთ მათ ინტერესებზეც.
როგორია თქვენი ამჟამინდელი გეგმა რუსეთთან მიმართებაში და ხომ არ აპირებთ რუსეთის საელჩოს გახსნას თბილისში?
- ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა და არ გვაქვს ადგილი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისთვის, ჩვენი ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაციის გამო - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების გამო. მაგრამ, ჩვენ ვატარებთ პრაგმატულ პოლიტიკას და ეს არის ჩვენი პოლიტიკის მთავარი შინაარსი რუსეთთან მიმართებაში. თუმცა, ჩვენ ვაგრძელებთ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს რუსეთთან. რუსეთის ფედერაციასთან პრაგმატული პოლიტიკის გატარებას გავაგრძელებთ. ეს არის ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ხაზი საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით.
საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. აპირებს თუ არა საქართველო ამ ტერიტორიების უკან დაბრუნებას?
- საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის ერთ-ერთი ეროვნული საკითხია. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღიარებულია საერთაშორისო საზოგადოების მიერ. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ მხრივ ეროვნულ ინტერესებს დავიცავთ. ჩვენი ხედვა მშვიდობიანია და არაერთხელ გვითქვამს, რომ ამ შემთხვევაში არასამშვიდობო გადაწყვეტა აბსოლუტურად შეუძლებელია. მხოლოდ მშვიდობიანი გზით გვინდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ამას ალტერნატივა არ აქვს. იმედი გვაქვს, რომ რაღაც მომენტში ამას რეალობად ვაქცევთ.
წლების განმავლობაში საქართველომ რუსული აგრესიის შედეგად 14000-ზე მეტი სიცოცხლე დაკარგა და ამის გამო, ქართველებს ომის ვითარება კარგად ესმით. თუ რუსეთი და უკრაინა სამშვიდობო შეთანხმებას დადებენ, ვის დაუჭერთ მხარს?
- 90-ანი წლების დასაწყისიდან ძალიან ბევრი ვიტანჯეთ. ეს იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც ჩვენ მოგვიწია ძალიან ბევრი ბრძოლა, რათა საქართველოში ახალი ომი თავიდან აგვეცილებინა. ჩვენთვის ადვილი არ იყო შეგვენარჩუნებინა სიმშვიდე, რომ საქართველოში მეორე ფრონტის ხაზი არ გახსნილიყო, რადგან ამ მხრივ ძალიან დიდი ინტერესი და მოთხოვნა იყო. ამისთვის ყველაფერი გავაკეთეთ.
რაც შეეხება, რუსეთსა და უკრაინას, რა თქმა უნდა, სამშვიდობო მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს. ამას 2022 წლის თებერვლიდან ვამბობდით, რომ მშვიდობას და ცეცხლის შეწყვეტას ალტერნატივა არ გააჩნია. საერთაშორისო საზოგადოება სრულად უნდა იყოს კონცენტრირებული ცეცხლის შეწყვეტის, შეთანხმებისა და მშვიდობის ხელშეწყობაზე.
ხედავთ თუ არა საქართველოს მომავალს დასავლეთის უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ სისტემაში, თუნდაც ამან გამოიწვიოს რუსეთთან ურთიერთობის გაუარესება?
- ჩვენ გვაქვს საკმაოდ მკაფიო საგარეო პოლიტიკური მიზნები. რაც შეეხება ჩრდილოატლანტიკურ ინტეგრაციას, ამ ეტაპზე ეს საკითხი არ არის დღის წესრიგში დასავლეთის ქვეყნების გადაწყვეტილებების, მიდგომების და ჩვენს ირგვლივ შექმნილი საერთო კონტექსტის გამო. თუმცა, ევროპული ინტეგრაცია ჩვენი საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმისას უნდა გავითვალისწინოთ მისი ყველა გვერდითი ეფექტი. რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებთან არმიერთების გადაწყვეტილება მივიღეთ, თუმცა დახურულ კარს მიღმა და ხანდახან საჯაროდაც გვთხოვდნენ ამას დასავლეთიდან. ჩვენი გადაწყვეტილება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და ძალიან მარტივ ჭეშმარიტებას ეფუძნებოდა: რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების შემოღება საქართველოს ეკონომიკას ძალიან დიდ პრობლემებს შეუქმნიდა. პირველივე წელს 10-პროცენტიანი ეკონომიკური ვარდნა გვექნებოდა, ხოლო პესიმისტური სცენარით რეცესია მინუს 18 პროცენტიც შეიძლება ყოფილიყო. ამიტომ, გადაწყვეტილებები ყოველთვის დაბალანსებული უნდა იყოს. საბოლოო ჯამში, ჩვენ მაინც შეგვიძლია, გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ჩვენი მთავარი ეროვნული ინტერესების მსხვერპლად გაღების გარეშე.
თქვენ ადრე ახსენეთ აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია, რაზე იქნება თქვენი აქცენტები გაკეთებული და ტრამპს ესაუბრეთ უკვე?
- ტრამპთან ჯერ არ მისაუბრია. მაგრამ, როგორც მთავრობა, ასევე ქართველი ხალხი ოპტიმისტურად არის განწყობილი, თუნდაც USAID-ს შესახებ გაკეთებული განცხადებების გამო. ამ პრობლემაზე ჯერ კიდევ 2021 წელს ვსაუბრობდით. საქართველოში გვაქვს „გამჭირვალობის შესახებ“ კანონი და ამის გამო ამერიკის ყოფილი ადმინისტრაცია ძალიან გვაკრიტიკებდა. ეს კანონი მხოლოდ გამჭვირვალობას ეხება და არასამთავრობო ორგანიზაციებმა წლიური ფინანსური დეკლარაციები იუსტიციის სამინისტროს უნდა წარუდგინონ. ამავდროულად, ყოფილი ადმინისტრაციის დროს, აშშ-ის საელჩომ განაცხადა, რომ საქართველოსთვის ეს იყო „შავი დღე“. ასე რომ, ახლა ძალიან გვიხარია, რომ ჩვენი გზავნილები ემთხვევა ახალი ადმინისტრაციის გზავნილებს. რა თქმა უნდა, ეს მოვლენები ოპტიმისტურ განწყობაზე გვაყენებს, რადგან შეგვიძლია აღვადგინოთ პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან.
შეგიძლიათ გვითხრათ სტრატეგიულ როლზე, რომელსაც საქართველო ასრულებს, როგორც სატრანზიტო კარი აზიასა და ევროპას შორის? რამდენად მნიშვნელოვანია ეს?
- ისტორიულად, საქართველო ევროპას აზიასთან აკავშირებდა, აღმოსავლეთს კი დასავლეთთან. მაქსიმალურად გვინდა ეს ისტორიული ფუნქცია შევინარჩუნოთ და ამისთვის ძალიან ბევრს ვაკეთებთ. ამიტომ, ინფრასტრუქტურის განვითარებისთვს ბევრს ვშრომობთ, მათ შორის მაგისტრალებთან დაკავშირებით, საზღვაო პორტებში, აეროპორტებში და ა.შ.
რა თქმა უნდა, ეს ინვესტიციები ქმნის ახალ შესაძლებლობებს. გვსურს კიდევ უფრო გავაძლიეროთ პარტნიორობა შესაბამის ქვეყნებთან - გავაძლიეროთ ვაჭრობა ევროპასთან, აშშ-თან, სამხრეთ კავკასიის ქვენებთან, ცენრალურ აზიის ქვეყნებთან, ჩინეთთან. ვფიქრობ, პოზიტიური ტენდენციები, რომლითაც ამ მომენტში ვსარგებლობთ, ხელს შეუწყობს ამერიკასთან სტატეგიული ფუნქციების აღდგენაში.
დაბოლოს, ინდივიდუალური მესიჯი რომ გაუგზავნოთ ტრამპს, პრეზიდენტ პუტინს...
- ყველასთვის საერთო მესიჯი მექნებოდა. სამართლიანობა არის გასაღები. ბოლო წლებში მრავალი უსამართლოების წინაშე ვიდექით.