იმედის მომცემია ის ნაბიჯები, რომელსაც ახალი ადმინისტრაცია დგამს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აშშ-სთან ურთიერთობებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.
მან იმედი გამოთქვა, რომ „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ ბრძოლის შედეგები საქართველოზეც აისახება.
„იმედი გვაქვს, რომ ეს იქნება არა მხოლოდ სიტყვები, რომელიც ჩვენ გვესმის, არამედ საქმითაც, საქართველოზეც აისახება „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ ბრძოლა. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ მზად ვართ აღვადგინოთ ის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც წინა ადმინისტრაციამ ცალმხრივად, საქართველოში დესტაბილიზაციის შემოტანის მიზნით შეაჩერა, როგორც მათ თქვეს, და მზად ვართ სტრატეგიული პარტნიორობა იყოს საქართველოსა და აშშ-ს შორის. იმედი გვაქვს, რომ იქნება შესაბამისი რეაქცია“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.