ლევან მახაშვილი: აშშ-ის პრეზიდენტი და სახელმწიფო მდივანი ფაქტობრივად აღიარებენ, რომ ამ დაფინანსების დიდი ნაწილი იხარჯებოდა ქვეყნების ხელისუფლებების დამხობაზე, რევოლუციური სცენარების მოწყობაზე

ლევან მახაშვილი: აშშ-ის პრეზიდენტი და სახელმწიფო მდივანი ფაქტობრივად აღიარებენ, რომ ამ დაფინანსების დიდი ნაწილი იხარჯებოდა ქვეყნების ხელისუფლებების დამხობაზე, რევოლუციური სცენარების მოწყობაზე

არც მეტი, არც ნაკლები აშშ-ის პრეზიდენტი, სახელმწიფო მდივანი, ამხელა დონეზე და ამხელა მასშტაბით ფაქტობრივად აღიარებენ, რომ ამ დაფინანსების დიდი ნაწილი იხარჯებოდა ქვეყნების ხელისუფლებების დამხობაზე, რევოლუციური სცენარების მოწყობაზე, არჩევნების ამოტრიალებისა და ა.შ. - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ამერიკული „ფარას“ კანონზე საუბრისას გადაცემაში „იმედის კვირა“.

„დღეს საქართველოს წინაშე სრულიად სხვა რეალობაა, უბრალოდ ბევრად რბილი „გამჭვირვალობის კანონი“ აღარ არის საკმარისი ამ საკითხის დასარეგულირებლად და იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობა იყოს დაცული ამ გამოწვევების მიმართ, ეს კანონმდებლობა დღეს საქართველოსთვის არის აუცილებელი“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.