ფრიდრიხ მერცი: არ ვეთანხმები ტრამპის გარემოცვის რომელიმე წევრის მცდელობას, ჩაერიოს გერმანიის არჩევნებში

ფრიდრიხ მერცი: არ ვეთანხმები ტრამპის გარემოცვის რომელიმე წევრის მცდელობას, ჩაერიოს გერმანიის არჩევნებში

გერმანიის კანცლერობის კანდიდატი და „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ლიდერი, ფრიდრიხ მერცი გეგმავს, დონალდ ტრამპთან განიხილოს ილონ მასკის ჩარევა გერმანიის საარჩევნო პროცესში.

ფრიდრიხ მერცმა შეშფოთება გამოხატა მასკის მიერ პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) მხარდაჭერის გამო და აღნიშნა, რომ ამ საკითხს ტრამპთან შეხვედრისას განიხილავს.

„მე მაქვს მკაფიო პოზიცია ამ საკითხზე და მას [დონალდ ტრამპს] გავუზიარებ: არ ვეთანხმები ტრამპის გარემოცვის რომელიმე წევრის მცდელობას, ჩაერიოს გერმანიის არჩევნებში“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერობის კანდიდატმა.

როდესაც ფრიდრიხ მერცს ჰკითხეს, იქნება თუ არა მისი პირველი შეხვედრა ტრამპთან კონფრონტაციით დატვირთული, მან ეს ვარაუდი უარყო და აღნიშნა, რომ „ეს იქნება ღია დისკუსია“.