მმართველი გუნდის მიერ ამერიკული „ფარას“ ზუსტი ასლის მიღების დაანონსებას მედიასთან აფასებს ირაკლი ქადაგიშვილი. პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ოპოზიციას თუ რაიმე შეკითხვა აქვთ ამ კანონის არადემოკრატიულობას ადა რუსულობასთან, მიმართონ ამერიკას ან მის საელჩოს საქართველოში.
„ოპოზიცია გამჭვირვალობის წინააღმდეგია, ოპოზიცია წინააღმდეგია ხალხის წინაშე რომ იყოს ანგარიშვალდებული, ოპოზიცია წინააღმდეგია ზუსტად გადმოთარგმნილი ამერიკული კანონისა, ზოგადად, ოპოზიცია ისეთ მძიმე მდგომარეობაშია ჩავარდნილი, რომ ყველას და ყველაფრის წინააღმდეგია. თუ რაიმე შეკითხვა აქვთ ამ კანონის არადემოკრატიულობასა და რუსულობასთან, მიმართონ ამერიკას ან მის საელჩოს საქართველოში“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
მმართველი გუნდი ამერიკული ფარას პირდაპირი ასლის მიღებას გეგმავს.