პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი თვლის, რომ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრებს პარლამენტში შესვლა სურთ, თუმცა ზეწოლის ქვეშ არიან.
„ორ ქარ-ცეცხლშუა არის გახარიას პარტია მოქცეული. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ყოველ მათგანს ძალიან დიდი სურვილი აქვს პარლამენტში შემოსვლის. ამავდროულად ცხადია, რომ იმ ბულინგის და იმ ზეწოლის ქვეშაც არიან, რაც არის ზოგადად ოპოზიციურ სპექტრში. იყო კონკრეტული გადაწყვეტილება ქვეყნის ფარგლებს გარედან „ნაციონალური მოძრაობა“ დაყოფილიყო ჯგუფებად და ისე მოეხდინათ პარლამენტში შემოსვლა. ბარიერ გადალახული პარტიებიდან ოპოზიციური სპექტრი მთლიანად წარმოადგენს „ნაციონალური მოძრაობის“ შემადგენელ ნაწილებს. ახლა ესენი ერთმანეთს დაარქმევენ თუ არ დაარქმევენ „ნაცებს“ საზოგადოებამ ეს ძალიან კარგად იცის. საქმით ჩანს ეს ყველაფერი. არა სახელწოდებით, არამედ საქმით. რომ შეხედოთ ხაზარაძის საქმიანობას, გახარიას დღევანდელ საქმიანობას და ა.შ. ნახავთ, რომ ფაქტობრივად, არის ერთიან მთლიან „ნაცურ“ სულისკვეთებაში მჯდომი ეს ყველაფერი“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრებს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თხოვნით ისევ არ მიუმართავთ.