გურამ მაჭარაშვილი: გახარიას თაღლითობა არაერთხელ უნახავთ თავისივე გუნდის წევრებსაც კი, რომლებიც გადააგდო და სიაში არ ჩაწერა და ახლა რა გასაკვირია, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ რამდენჯერმე გადააგდოს, ეს მისი სტილია

გურამ მაჭარაშვილი: გახარიას თაღლითობა არაერთხელ უნახავთ თავისივე გუნდის წევრებსაც კი, რომლებიც გადააგდო და სიაში არ ჩაწერა და ახლა რა გასაკვირია, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ რამდენჯერმე გადააგდოს, ეს მისი სტილია

რატომ „აეწვა“ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ამ უფლებამოსილების შეწყვეტა? რატომ აწივწივდნენ ახლა. თუ არალეგიტიმურია ეს პარლამენტი, არალეგიტიმურ პარლამენტში უფლებამოსილებას რომ შეგიწყვეტენ, რატომ უნდა შფოთავდე ამის გამო?, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.

მაჭარაშვილი გამოეხმაურა ბარიერგადალახული სამი ოპოზიციური პარტიის მოწოდებას, რომ გიორგი გახარიას გუნდმა მანდატები დათმოს.

„შეცდომა დაუშვეს განცხადება რომ დაწერეს და არ შემოვიდნენ პარლამენტში და ახლა მოიმკეს ის, რაც დათესეს. ამიტომ საყვედურობენ ახლა გახარიას, შენ რატომ არ წერ განცხადებასო. ეს მათი შიდა პრობლემაა, მაგრამ გახარიას თაღლითობა და ცბიერება არაერთხელ უნახავს თავისივე გუნდის წევრებსაც კი, რომლებიც გადააგდო და სიაში არ ჩაწერა და ახლა რა გასაკვირია, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ რამდენჯერმე გადააგდოს. ეს მისი სტილია“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

პარლამენტმა 49 ოპოზიციონერ დეპუტატს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა. პარტია „საქართველოსთვის“ წევრებს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თხოვნით ისევ არ მიუმართავთ.

მარბიელი პოლიტიკურად შენ ისე შეედრები გახარიას, როგორც მატლი /ანუ შენ/ ბედაურს
ვინუნდა ჩაეწერა სიაში და ვინ გადააგდო გახარიამ? შენნაირი გნიდის რამიშვილის ჭორებს რომ იმეორებ, კონკრეტული ფაქტი დადე!
სწორედ ტრიაპკა რომ ხარ და ყველაფრის მკადრებელი, იმიტომაც ხარ ოცნების სიაში!
3 საათის უკან
Gami ეს უბადრუკი გახარია თავისივე აფერსტულ ქსელში იბლანდება.
53 წუთის უკან